ბრიუს უილისმა შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარა — იხილეთ ფოტოები
ჰოლივუდის ლეგენდამ, ბრიუს უილისმა, რომელიც აფაზიასა და ფრონტოტემპორალურ ტვინის დემენციას ებრძვის, შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარა.
ბრიუსის 31 წლის ქალიშვილმა ტალულამ 22 ივნისს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ატარებს დროს Die Hard-ის ვარსკვლავი ოჯახის წევრებთან, მათ შორის ტალულას საქმროსთან — ჯასტინ ეისისთან ერთად.
ერთ-ერთ სურათზე გამოსახულია ტალულა, რომელიც 70 წლის მსახიობს ეხუტება. მეორე ფოტოში კი მომცინარი ზის მამასთან ერთად და მისი ხელი უჭირავს.
ფოტო: buuski
ფოტო: buuski
ბოლო ფოტოსურათში კი ბედნიერი ბრიუსი და ეისი პოზირებენ, ხოლო მათ უკან თაროები ჩანს, რომლებზეც წლების განმავლობაში გადაღებული საოჯახო ფოტოებია განთავსებული.
ფოტო: buuski
ტალულამ, რომელიც ბრიუსისა და მისი ყოფილი მეუღლის — დემი მურის უმცროსი შვილია, ფოტოები შემდეგნაირად დაასათაურა: "მხიარული კვირა დღე ბებიასთან! მადლიერი ვარ".
უცნობია, რომელ ბებიაზე საუბრობს ტალულა პოსტში, რადგან მისი ორივე ბებია გარდაცვლილია, შესაბამისად, შესაძლოა ისინი ეისის ოჯახს ან რომელიმე სხვა ახლობელს ესტუმრნენ.
ბრიუსი და დემი 1987 წელს დაქორწინდნენ და 2000 წელს დაშორდნენ. ტალულას გარდა მათ კიდევ 2 საერთო შვილი ჰყავთ — სკაუტი, 33 წლის და რუმერი, 36 წლის. ბრიუსს შვილები მეუღლესთან, ემა ჰემინგ უილისთან ერთადაც ჰყავს — 13 წლის მეიბელი და 11 წლის ეველინი. ბრიუსი და ემა 2009 წელს დაქორწინდნენ.
2022 წლის მარტში უილისების ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია ბრიუსის აფაზიის დიაგნოზის შესახებ. ეს დაავადება მოქმედებს ადამიანის კომუნიკაციის უნარზე, რის გამოც ვარსკვლავს მსახიობობისთვის თავის დანებება მოუწია.
მისი უკანასკნელი ფილმი ასასინი 2023 წელს გამოვიდა. იმავე წელს ოჯახმა განაცხადა, რომ ბრიუსს ფრონტოტემპერალური დემენციის დიაგნოზიც დაუსვეს.
Mayo Clinic-ის განმარტებით, ეს დაავადება განუკურნებელია და პროგრესულად აზიანებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პიროვნულ თვისებებზე, ქცევაზე, ენასა და მოძრაობაზე.
მას შემდეგ ბრიუსი იშვიათად ჩანს საჯარო სივრცეებში, ამის ნაცვლად, ის დროს სახლში, ოჯახთან ერთად ატარებს. როგორც ამბობენ, დიაგნოზთან ბრძოლაში მსახიობს ყოფილი მეუღლე დემიც მუდამ გვერდში უდგას. იმის მიუხედავად, რომ ბრიუსი და მური უკვე 25 წელია დაშორებულნი არიან, მათ წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეს და ხშირად ატარებენ დროს ოჯახებთან ერთად.
ფოტო: demimoore
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები