ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 Jun. 2025, 14:07

"ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ ახალ პიკს მიაღწია, სტაბილურობა უნდა გახდეს მთავარი პრიორიტეტი.

საერთაშორისო სამართლის პატივისცემა აუცილებელია.

ამ წუთში ირანმა უნდა აირჩიოს სარწმუნო დიპლომატიური გზისკენ სვლა.

მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი გზაა ამ კრიზისის მოსაგვარებლად."

დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას, ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა.

ასევე, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  4. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: პატარა ერების ინტერესები აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე

აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმესთვის ეს ქვეყნის მტრობა არ არის, ეს არის მათი ეროვნული სახელმწიფოებრივი…