პროკურატურამ რომეო მიქაუტაძეს ბრალდება წარუდგინა — მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.
ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:
2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.
ვინაიდან აღნიშნული 600 000 ევროს (1 713 600 ლარის) ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების შეთანხმების შედეგად, დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.
გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ხსენებული მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გამოძიება გრძელდება, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 21 ივნისს დააკავა. პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები