კადიროვი ირანის "ტაქტიკურად სწორ" პასუხს ისრაელის "სატანურ აგრესიაზე" აქებს
ფოტო: რამზან კადიროვი/სოციალური ქსელი
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისრაელი და დასავლეთი პალესტინელი ხალხის გენოციდში დაადანაშაულა და ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, მათ "ტაქტიკურად სწორი" უწოდა.
კადიროვმა ეს განცხადებები ხუთშაბათს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა, სადაც ასევე ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. მისი თქმით, თეირანი მოქმედებს საერთაშორისო ინსპექციების ჩარჩოში და მისდევს მხოლოდ მშვიდობიან ბირთვულ გამდიდრებას.
მისივე მტკიცებით, ისრაელი და მისი მოკავშირეები "სრულიად სხვა მოტივებით" ხელმძღვანელობენ. კადიროვი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რასაც ის უწოდებს ისრაელის ფარულ ბირთვულ პროგრამას — კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რამდენი ბირთვული ქობინი აქვს ისრაელს და რატომ უნდა იყოს მისი სამხედრო ბირთვული პროგრამა ნაკლებად შემაშფოთებელი, ვიდრე ირანის მშვიდობიანი პროგრამა.
"დეკადების განმავლობაში განხორციელებული პროვოკაციებისა და ირანელი სამხედროებისა და მეცნიერების წინააღმდეგ ზიონისტების მიერ მოწყობილი ტერორისტული ოპერაციების შემდეგ, ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა ეპასუხა ისრაელის სატანურ აგრესიაზე — ქვეყანაზე, რომელიც მთელი ახლო აღმოსავლეთს უკაცრიელ უდაბნოდ ქცევაზე ოცნებობს [...]საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა უნდა დასვას გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენი ბირთვული ქობინი აქვს ისრაელს და რატომ არის მისი სამხედრო ბირთვული პროგრამა ნაკლებად შემაშფოთებელი, ვიდრე ირანის მშვიდობიანი პროგრამა?", — დაწერა კადიროვმა.
კადიროვმა ირანის პასუხი დაახასიათა როგორც „ლოგიკური და ტაქტიკურად სწორი“ და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტი კი აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ერაყის შეჭრას შეადარა.
"დეკადების განმავლობაში ვისმენდით ზიონისტებისა და დასავლელი "სატანისტებისგან", რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან იყო ახლოს. 30 წლის წინ ამბობდნენ — "ხვალვე ექნებათ", 20 წლის წინაც იგივე, 10 წლის წინაც. სად არის ეს იარაღი? ალბათ იმავე ადგილზე, სადაც ერაყის არარსებული ბირთვული იარაღი," — წერს კადიროვი. "შესაძლო ბირთვული იარაღის არსებობის სახელით გაანადგურეს ერაყი, მოკლეს სადამ ჰუსეინი, ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცეს, ქვეყანას ათწლეულებით უკან დაახევინეს და ახლა იმავეს ამზადებენ ირანთან მიმართებით."
კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს გამწვავდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სხვა სამიზნეებს დაარტყეს. პასუხად, ირანმა რაკეტები და დრონები ისრაელის ქალაქების მიმართულებით გაუშვა. მას შემდეგ, ორივე მხარე ერთმანეთზე შეტევებს ახორციელებს.
რუსეთმა ისრაელის დარტყმები ირანზე დაგმო და განაცხადა, რომ საჭიროა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ომი რეგიონში. 19 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გლობალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული გზა საომარი მოქმედებების დასასრულებლად. პუტინის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს როგორც ირანის უფლება მშვიდობიან ბირთვულ ენერგიაზე, ისე ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება.
საქართველოში OC Media-ის პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები