"მომავლის აკადემიის" განცხადებით, კუპრაშვილის ბიურო არასრულწლოვანების პერსონალურ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას ითხოვს
"საქართველოს მომავლის აკადემიის" განცხადებით, რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო ორგანიზაციისგან არასრულწლოვნების სახელებსა და გვარებს, პირად ნომრებს, ფოტო-ვიდეო მასალას და სხვა პირად ინფორმაციასაც ითხოვს.
როგორც "მომავლის აკადემიის" განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია "არც აქამდე ემორჩილებოდა რუსულ კანონებს და არც სამომავლოდ აპირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ რეპრესიულ გარემოსთან შეგუებას"
"ივანიშვილის რეჟიმმა რეპრესიის მორიგი ტალღა წამოიწყო, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ოთხ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს მომავლის აკადემია გახდა.
რეჟიმისადმი დაქვემდებარებული რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო პუტინის რუსეთის სტილში ჩვენგან ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციის მათთვის გადაცემას, მათ შორის ჩვენი პროექტების ათასობით მონაწილის: არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საარჩევნო დამკვირვებლების სახელებსა და გვარებს, პირად ნომრებს, ფოტო-ვიდეო მასალას და სხვა პირად ინფორმაციას.
ჩვენთვის აშკარაა, რომ რეჟიმის მორიგი რეპრესიული ქმედება მიმართულია თავისუფალი ადამიანების და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება.
საქართველოს მომავლის აკადემია არც აქამდე ემორჩილებოდა რუსულ კანონებსა და არც სამომავლოდ აპირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ რეპრესიულ გარემოსთან შეგუებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რეჟიმთან ნებისმიერი თანამშრომლობა, მათ შორის მათთვის რაიმე ტიპის ორგანიზაციული და პირადი მონაცემების გადაცემა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას ჩვენი ბენეფიციართა უფლებების და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად" — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვეს. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა. კუპრაშვილის ბრიფინგის შემდეგ "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციას ბენეფიციარებზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალას.
ასევე იხილეთ:
- NGO-ები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას სთხოვს
- რაჟდენ კუპრაშვილი: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო ორგანიზაციებისგან მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციას ითხოვს
- "რაჟდენა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარებზე ინფორმაცია არ მოუთხოვია "საფარისთვის" — ბაია პატარაია რაჟდენ კუპრაშვილზე
- რაჟდენ კუპრაშვილი: "თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, რომ კანონი [FARA] არ აღასრულოს, რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"
- ბაია პატარაია: "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს სენსიტიური ინფორმაცია
- სალომე ზურაბიშვილი: "იმის ნაცვლად, რომ კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა"
- საბა ბრაჭველი: ითხოვენ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობას ვუღალატოთ და მათ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები