Reuters: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულებს ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 51 ადამიანი
ფოტო: Reuters
ორშაბათს, ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ღაზას სექტორში სატვირთო მანქანებთან დახმარების მისაღებად მისულებს, რის შედეგადაც, მედიკოსების თქმით, სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. ცნობებს Reuters ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ინციდენტი, როდესაც სასოწარკვეთილი მოსახლეობა საკვებისთვის იბრძოდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ათეულობით დასახიჩრებული ცხედარი, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთით, ხან იუნისის ქუჩაზე წევს. ისრაელის სამხედროებმა აღიარეს, რომ ამ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს და განაცხადეს, რომ ინციდენტს იძიებენ.
Reuters-ის მიერ გამოკითხული თვითმხილველების თქმით, ისრაელის ტანკებმა სულ მცირე ორი ჭურვი ესროლეს შეკრებილებს, რომლებსაც სატვირთო მანქანებიდან საკვების მიღება სურდათ.
მედიკოსების თქმით, სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა, რომელთაგან სულ მცირე 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულები საავადმყოფოში სამოქალაქო მანქანებით, რიკშებითა და ვირის ურმებით გადაჰყავდათ, წერს Reuters.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია: „დღეს დილით, შეკრება დაფიქსირდა ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი სატვირთო მანქანის მიმდებარედ, ხან იუნისის ტერიტორიაზე IDF-ის ჯარების მახლობლად.
"IDF-სთვის ცნობილია ბრბოს მიახლოების შემდეგ IDF-ის ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ინციდენტის დეტალებს განხილვის ქვეშაა. ისრაელის თავდაცვის ძალები მწუხარებას გამოთქვამს ნებისმიერი ზიანის შესახებ, რომელიც მიადგა ამ საქმეში არ მონაწილე პირებს და მოქმედებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და შეინარჩუნოს თავისი ჯარების უსაფრთხოება", — ნათქვამია განცხადებაში.
მედიკოსების თქმით, ანკლავის სხვა ნაწილებში ისრაელის მიერ განხორციელებული ცალკეული სროლისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, რამაც სამშაბათს დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 65-მდე გაზარდა.
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გადახედვა
-
სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა? რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
გადახედვა
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს
გადახედვა
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
გადახედვა
კომენტარები