ლიკა ლორთქიფანიძე: 19-20 წლის ბავშვები გამოგვკეტეს ციხეში იმის გამო, რომ შევეშინებინეთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ
ფოტო: თამარ კურატიშვილი
ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა ლიკა ლორთქიფანიძემ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა. გათავისუფლების შემდეგ მან ტვ პირველთან გააკეთა კომენტარიც.
მისი თქმით, დაპატიმრების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
"მოველოდი ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილებას, რადგან უკვე ამ რეჟიმისგან, ამ დაპანიკებული ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი. შიშის საფუძველზე ნებისმიერ ადამიანს იჭერენ იმის გამო, რომ ისევ ჩვენ შეგვაშინონ, რაც არ გამოსდით. ყოველი მათი ბოროტი ნაბიჯის შემდეგ ჩვენგან უფრო მეტი მუხტი და უფრო მეტი ძალა მოდის, უფრო მეტი ბრაზი," — თქვა ლიკა ლორთქიფანიძემ
ახალგაზრდა აქტივისტმა ციხეში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
"პირობები კარგი იყო, რა თქმა უნდა. დღეებს ის მიადვილებდა, რომ საბა ბაღდავაძე და თორნიკე სხვიტარიძე თავიდან, ხოლო შემდეგ ბექა პაპაშვილი და უჩა დააკავეს და ახლოს მყავდნენ ჩემი მეგობრები... მიადვილებდა ეს ყველაფერი იმას, რომ ჩემი დღეები ძალიან არ გაწელილიყო. ჩუმად ვლაპარაკობდით ერთმანეთთან," — აღნიშნა მან.
ლიკა ლორთქიფანიძის თქმით, პატიმრობის ნაცვლად ჯარიმის მოლოდინი არც არსებობდა. მისივე თქმით, უკვე ნათელია რატომაც მიიღო მარიამ ლაშხმა აქტივისტების მოწოდებები საკუთარ თავზე და აღნიშნა, რომ რეალურად მათი დაკავება საზოგადოების დასაშინებლად მოხდა.
"ჯარიმას ნამდვილად აღარ მოველოდი, ისე წარიმართა ჩემი პირველი პროცესი 27-ში. თავის გასამართლებელი არც არაფერი იყო. არაფერი დამიშავებია, მხოლოდ "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია", "რუსი მონები" და "ქოცი მონები" ვთქვი, რაც მარიამ ლაშხმა რატომღაც თავის თავზე მიიღო. უკვე ყველაფერი ნათელია რატომაც. მიზეზი ის იყო, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები იქ იმყოფებოდნენ და 19-20 წლის ბავშვები გამოგვკეტეს ციხეში იმის გამო რომ შევეშინებინეთ, სხვები შეეშინებინათ. მაგრამ არაფერი აღარ გამოუვათ. ბრაზი უფრო მეტი მოდის, მუხტი უფრო მეტი მოდის. წინა კვირაშიც უფრო მეტი მუხტი წამოვიდა. სტუდენტური მოძრაობები აღარ ჩერდებოდნენ. არც გაჩერდებიან, არც ჩვენ გავჩერდებით," — თქვა ლიკა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ ახალგაზრდა აქტივისტს უჩივლა — ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, მაგდა მამუკაშვილს კი სასამართლომ 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები