ლევან იოსელიანი

10 Jun. 2025, 18:05

"ამ აქციებზე ვნახეთ უამრავი დაშავებული ადამიანი, ესეც ხომ არ არის საკამათო, ნაცემი ადამიანები, რომლებსაც მე შევხვდი პირადად 200-ზე მეტი. და ბატონმა სოზარმა იკითხა, არასათანადო მოპყრობაზე რაზე მიუთითებდნენო? მიუთითებდნენ დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე, მანქანებში ცემაზე, რაც მართალია, მართალია წინასწარი დაკავების იზოლატორში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ძალადობას ჰქონდა და ბევრი მათგანი საავადმყოფოში იყო, იცით ამის შესახებაც.

ამაზე არის საუბარი და ამოცანა არის რომ ის, ვინც დაარღვევს კანონს ის დაისაჯოს კანონის შესაბამისად და ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის პროტესტს, მის მიმართ არ იყოს არანაირი ძალა გამოყენებული. ამავე დროს, როგორც წეღან აღვნიშნე, ნაცემი ადამიანები, დაკავებული ადამიანები ვნახეთ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი სადაც ჩანს ვინ სცემს, პოლიციელს ვგულისხმობ, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში არის მიცემული? არ არის, ასეთი შემთხვევა არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმაც დააშავა ამისთვისაც არსებობს კანონი და მიდგომა უნდა იყოს თანაბარი. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს"

(სტილი დაცულია).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  3. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, სკოლის ფორმები არ იქნება ძვირადღირებული და მშობლისთვის…