არჩილ გორდულაძე: "Comcom-ს შეეძლება, სასამართლოს წესით გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხვების თაობაზე"
ოცნების ხელისუფლების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ქართული ოცნების პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში შესული ახალი ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიას (Comcom) ექნება შესაძლებლობა სასამართლოს წესით გამოითხოვოს მაუწყებლების ჩარიცხვების თაობაზე ინფორმაცია.
გორდულაძის განცხადებით, "პირველი ინსტანციის სასამართლო შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში, მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ გაასაჩივროს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში, ხოლო სააპელაციო წესით, სასამართლოში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება 10 დღის ვადაში".
ოცნების წარმომადგენლის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს და "არც ერთ პირს არ გაუჩნდეს სურვილი და ცდუნება, რომ კანონს გვერდის ავლით მიიღონ ამგვარი დაფინანსებები".
"როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ უცხოური ძალისგან პირდაპირი და არაპირდაპირი გზით მიიღონ დაფინანსება, რასაც აქვს თავისი დასაბუთება — ეს არის, რომ გავლენებისგან იქნეს დაცული საზოგადოება და საზოგადოებამ მიიღოს ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.
სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა ეფექტური მექანიზმის გამოყენებით გადაამოწმოს, იღებენ თუ არა მაუწყებლები უცხოეთიდან დაფინანსებას იმისთვის, რომ არცერთ პირს არ გაუჩნდეს სურვილი და ცდუნება, რომ კანონს გვერდის ავლით მიიღონ ამგვარი დაფინანსებები, კომუნიკაციების კომისიას ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს, სასამართლოს წესით გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხვების თაობაზე, კონკრეტული გადარიცხვების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში, მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ გაასაჩივროს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში, ხოლო სააპელაციო წესით, სასამართლოში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება 10 დღის ვადაში — ზუსტად ისეთივე მექანიზმია შემოთავაზებული, როგორც შემოსავლების სამსახურს აქვს თითოეულ პირთან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა სასამართლო წესით.
[…] კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახდელის თაობაზე, თუ გასაჩივრდა სასამართლოში ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს, გარდა იმისა, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
ამავდროულად, პირთა უფლებების დაცვა უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მხარეს აქვს საშუალება მოითხოვოს აქტის შეჩერება შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში — პირდაპირი და ავტომატური გაჩერება აღარ იქნება კანონმდებლობაში," — თქვა გორდულაძემ.
1-ელ აპრილს ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე სამ პროექტს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას.
კანონპროექტის თანახმად, შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება(გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა).
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები