სომხეთიდან აზერბაიჯანელი სამხედროებისკენ პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ფოტო: CivilNet
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ უცნობმა პირმა სასაზღვრო სოფელ ტეხის ადმინისტრაციულ საზღვართან აზერბაიჯანელი სამხედროებისკენ პნევმატიკური პისტოლეტიდან გაისროლა.
Aravot.am-ის ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა, როდესაც გორის თემის პოლიციაში დარეკეს, რომ "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლი თეღთან საზღვარზე აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს პნევმატიკურ იარაღს უმიზნებდა. ამის შემდეგ, 32, 45 და 21 წლის პირები დააკავეს.
Aravot.am ასევე იუწყება, რომ ვაღარშაფატში, იგივე ეჩმიაძინში მცხოვრებმა 32 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ გაბრაზებულმა ამოიღო პნევმატიკური პისტოლეტი და დაშინების მიზნით აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს დაუმიზნა.
სისხლის სამართლის დანაშაულის გარკვევისას საგამოძიებო კომისიამ არ მოგვამაწოდა დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ინციდენტი, ვინ იყო სომხეთის მოქალაქე, რომელსაც ეჭირა იარაღი და სისხლის სამართლის რომელი მუხლით აღიძრა საქმე. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიამ აღნიშნა, რომ არავინ დაუკავებიათ.
"ვინ დაინახა? თურქმა [აზერბაიჯანელმა] დაინახა, ხომ? ჩვენი ხალხიდან არავის დაუნახავს. სად მოიპოვა ჩვენმა პატივცემულმა გამომძიებელმა მტკიცებულება?" — არგამ ჰოვსეპიანმა, ტეღის თემის საკრებულოს ოპოზიციის წევრი ეუბნება RFE/RL-ს.
ჰოვსეფიანმა ასევე მოუწოდა სამართალდამცავ პირებს მისულიყვნენ საზღვრისპირა სოფლებში, მათ შორის ხოზნავარსა და ხნაწახში.
"ისინი [აზერბაიჯანული ჯარები] ყოველ დღე ისვრიან, რატომ არ ჩივიან [აზრებაიჯანელი სამართალდამცავები] თურქების წინააღმდეგ?"
31 მარტიდან უკვე 8-ჯერ დაადანაშაულა სომხეთმა აზერბაიჯანი სამოქალაქო ობიექტების განადგურებაში, ყველა განცხადება შეიცავდა ფოტოებს, სადაც ნაჩვენები იყო ის ზიანი, რაც გამოიწვია ხანძრის შედეგმა, ტყვიის ფრაგმენტებთან ერთად.
ბოლო ბრალდება 30 მაისს გაჟღერდა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს საცხოვრებელი შენობის სააბაზანოს დაზიანებასა და შინაური ცხოველის სასიკვდილო დაჭრაში დასდო ბრალი.
მანამდე, მაისის დასაწყისში, Factor TV-მ სომხეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციას გაუგზავნა შეკითხვა სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ ცნობების გამოძიების შეთავაზების შესახებ, რაზეც ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა "შეთანხმების დარღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია" და ერევანს ბაქოდან ასევე წარუდგინა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ ინფორმაცია.
პრემიერმინისტრის ოფისმა არ დააზუსტა როდის მოხდა გაცვლა, არც მოუწოდებია დამატებითი ინფორმაცია.
"სომხეთის მხარემ გამოიძია ინფორმაცია და გადაუგზავნა ცნობა გამოძიების შედეგების შესახებ აზერბაიჯანის მხარეს," — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფრორმაციაში.
ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ოფიციალური ცნობების გარდა, სომხეთის სასაზღვრო სოფლების მაცხოვრებლებმა ასევე არაერთხელ განაცხადეს აზერბაიჯანის მხრიდან დღისა და ღამის განმავლობაში სროლების შესახებ. პასუხად, მარტის დასაწყისიდან, ევროკავშირის კომისიამ სომხეთში გაზარდა ღამის გუშაგების რაოდენობა, რომ გაეძლიერებინა ღამის დაცვა და გაენეიტრალებინა შესაძლო დაძაბულობები.
მიუხედავად ამ ცნობებისა, სომხეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ედვარდ ასრიანმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ საზღვარზე ვითარება სტაბილურია.
"დიახ, გასროლა განხორციელდა, ისმის, მაგრამ ისინი არ არის მიზანმიმართული. კონკრეტულად მიზანმიმართული გასროლების შესახებ ჩვენი დეპარტამენტის ოფიციალური საინფორმაციო არხი იტყობინებოდა. თუ გასროლა საპირისპირო მხრიდან ხდება, ეს ჩვენს ჯარისკაცებზე და ასევე სასაზღვრო მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ხდება. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ," — განაცხადა ასრიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, განაცხადა, რომ "უახლოეს მომავალში" აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის "რეალური შანსია."
"რა თქმა უნდა, რამდენად შეიძლება ჩემი აზრით, ამ შანსის რეალიზება, ეს სხვა საკითხია. თუმცა, სომხეთი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ამ სცენარში მოხდეს", — განუცხადა მირზოიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები