კაია კალასი: ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას გეგმავს
ფოტო: Jason Alden/Bloomberg
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას, რომლის მიზანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და რეგიონის უსაფრთხოების მონიტორინგი იქნება.
"შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება, რომელიც დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, მათ შორის როგორიცაა — საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ცენტრი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში," — აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რადგან ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. კალასის განმარტებით, შავი ზღვის უსაფრთხოება კრიტიკულია მთელი ევროპის სტაბილურობისთვის.
"ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არსებობს გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ასევე, თურქეთი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა, რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე," — განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო მობილობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონული ინფრასტრუქტურის პორტების, გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლება, რათა შესაძლებელი გახდეს მძიმე სამხედრო ტექნიკის სწრაფად გადაადგილება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჯარების მობილიზაციას კრიტიკულ მომენტებში და გააძლიერებს შეკავების შესაძლებლობებს, რაც სასარგებლო იქნება NATO-თვისაც.
"ჩვენ ვთავაზობთ რეგიონული პორტების, რკინიგზის, გზებისა და აეროპორტების დამატებით განახლებას მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გასატარებლად. განახლება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ჯარები იქ იყვნენ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. რეგიონში აღჭურვილობის უფრო სწრაფად მიწოდება აძლიერებს შეკავების ძალას და ასევე ეხმარება NATO-ს.
გარდა ამისა, არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები. შავი ზღვის რეგიონი ჰიბრიდული მანიპულაციების მთავარი სამიზნეა. ევროკავშირის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და სხვა მტრული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ ხელოვნურ ინტელექტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად და ფაქტების შემოწმების ქსელების გასაძლიერებლად," — თქვა კალასმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები