ლევან დავითაშვილი კატარში ქვეყნის პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა
ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის კატარის პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა. ინფორმაციას ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კატარის პრემიერმინისტრთან - საუბარი შეეხო საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ტურისტული, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. ზოგადად კატარი და მისი ხელისუფლება ძალიან დადებითად არის საქართველოს მიმართ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტები როგორც კატარიდან, ისე საქართველოდან და ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უწყების ცნობით, საქართველოს დელეგაცია კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით იმართება და მასში 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობს როგორ ყურის ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან.
ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრ ფაისალ ალ იბრაჰიმთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ხვალ შეხვედრას გამართავს კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან. შეხვედრისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხების განხილვა, მათ შორის საუბარი შეეხება საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობას, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა
გადახედვა
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს "მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს
გადახედვა
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
კომენტარები