უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის — თეგეტა მოტორსი გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
გაეროს უსაფრთხოების მე-8 გლობალური კვირეულის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში 12-18 მაისს აღინიშნება, თბილისში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი მულტისექტორული თანამშრომლობით ინკლუზიური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის განვითარების ხელშეწყობა იყო.
ღონისძიება თეგეტა მოტორსისა და ვოლვო ქარს საქართველოს მხარდაჭერითა და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის პარტნიორი საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა იყო.
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის, ეკომოგობრული ტრანსპორტის განვითარება, უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტები — ეს იყო თემები, რომელთა შესახებ კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს. მომხსენებლებს შორის იყო თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ეკატერინე ქავთარაძე. კომპანიამ უსაფრთხოება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. თეგეტა წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს, რათა ხელი შეუწყოს საგზაო უსაფრთხოების დაცვას.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ეს პასუხისმგებლობა თეგეტამ 30 წლის წინათ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია.
მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი ხედვებისა და მიზნების შესახებ კონფერენციაზე მესაუბრა. მჯერა, გლობალურ კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რათა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ“.
კონფერენციაზე განიხილეს ასევე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და თბილისის ურბანული განვითარების ინიციატივები.
ფოტო: თეგეტ
ეკა ლალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე: “სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება არასახარბიელოა — წლის განმავლობაში გზებზე 450-მდე ადამიანი იღუპება. არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად კი მულტისექტორული თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში კერძო ბიზნესი აქტიურად ჩაერთო პროცესში. მინდა აღვნიშნო თეგეტა მოტორსი, კომპანია, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოებისთვის.
ნაბიჯები, რომლებსაც კერძო და საჯარო სექტორები გადადგამს უნდა ემსახურებოდეს უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვასა და საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის შეცვლას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევისას პირველადი სამედიცინო დახმარების დროულ და კვალიფიციურ უზრუნველყოფას. სწორედ ერთიანი ძალისხმევით, სექტორული თანამშრომლობით შეგვიძლია დავძლიოთ გამოწვევები და უზრუნველვყოთ გზის უსაფრთხოება.“
კონფერენციას ტრანსპორტის, ეკომობილობისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით მიისწრაფოდნენ ორგანიზაციის გლობალური მიზნების შესრულებისკენ. ამ შემთხვევაში, გაეროს გლობალური მიზანია, 2030 წლისთვის გზებზე მსხვერპლის რაოდენობა 50%-ით შემცირდეს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კუთხით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
კომენტარები