საია: შსს-ს მივმართეთ რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, პასუხი არ მიგვიღია
ფოტო: NEWS.On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.
"რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ?", — ამ კითხვით საია-მ 2025 წლის 28 იანვარს შსს-ს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
"გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია. მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ. საია-მ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, "საჭიროების არარსებობის გამო", — თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
საია-ში ამბობენ, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკაა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის.
"მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს, მათი გამოყენების მეთოდები და პრაქტიკა იყო ცალსახად უკანონო და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო ძლიერი დაკვამლიანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ ან ხალხის რაოდენობის გამო. საპოლიციო ძალები ხშირად ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას, რაც აკრძალული პრაქტიკაა. ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტის საშიშროებას ქმნიდა. ადგილი ჰქონდა გაზის კაფსულების დამიზნებით სროლას და შენობის სახურავებიდან ჩამოგდებას, რაც, ასევე მძიმე დაზიანების მიღების მაღალ რისკს ქმნის.
საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ წყლის ჭავლში შერეულ უცნობ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის. იგი არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ამის გამო, "ამნესთი ინთერნეიშენალის" სახელმძღვანელო სახელმწიფოებს აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს. წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, რომლებსაც ქიმიკატებიანი წყლის ჭავლი პირდაპირ არ მოხვედრიათ, იხსენებენ, რომ წყლის ჭავლის გაშვებას ძლიერი სუნი ახლდა თან, რაც წყალთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც იგრძნობოდა, ხოლო მასთან მცირედი შეხებაც ძლიერი წვისა და ქავილის შეგრძნებას იწვევდა.
ცალსახაა, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას. მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა, არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას", — განაცხადა ქურდოვანიძემ.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები