M2i-ის ფერომონების ახალი ხაზი აგროსფეროში
ფოტო: აგროსფერო
კლიმატური პირობების ცვლილება გავლენას ახდენს დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენის პერიოდზე. შესაბამისად, ისტორია და წინა წლების პრაქტიკა არაეფექტური ხდება და გადახედვას ითხოვს. როგორც დაავადებების, ისე მავნებლების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია წამლობის დროულად ჩატარება პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრისა და ხარჯების შესამცირებლად. ამ მიზნით, მავნებლების ზუსტი კონტროლისთვის, აგროსფერო პარტნიორობას იწყებს ფრანგულ კომპანია M2i-სთან, რომელიც მაღალი ხარისხის ფერომონებს აწარმოებს და მათ ისეთ წამყვან ბრენდს აწვდის, როგორიცაა, მაგალითად, ბაიერი.
ფერომონი მწერების მიერ ნაწარმოები ნივთიერებაა, რომლითაც ერთი და იგივე სახეობის ორგანიზმები ერთმანეთს სიგნალს გადასცემენ.
მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს როგორც სხვადასხვა მავნებლის მონიტორინგის ფერომონები, ასევე საბრძოლო ტიპის ფერომონი პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის დახურულ გრუნტში გასაკონტროლებლად. მონიტორინგის ტიპის ფერომონები უკვე ხელმისაწვდომია ისეთი მავნებლების გამოსავლენად, როგორებიცაა: პომიდვრის მენაღმე ჩრჩილი; სიმინდის ყველა ტიპის ხვატარი; ხეხილის ნაყოფჭამია; ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა და დროზოფილა სუძუკი. ეს უკანასკნელი შეგვიძლია გამოვიყენოთ მონიტორინგისთვისაც და მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვისაც, რადგან ის როგორც მამრ, ისე მდედრ დროზოფილას იზიდავს.
მთავარი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ არჩევანი M2i-ის ფერომონებზე შეარჩია, წარმოების ტექნოლოგია — ენკაფსულაციის მეთოდია.
ენკაფსულაციის მეთოდის გამოყენებით, ფერომონის მოქმედ ნივთიერებას გარშემო ცვილის გარსი აკრავს, რომელიც ამ ნივთიერებას გარე ფაქტორების ზეგავლენისგან იცავს. შედეგად მას აქვს დამატებითი უპირატესობები, მაგალითად:
- დიფუზიის ხანგრძლივი პერიოდი;
- თანაბარი გაფრქვევადობა დიფუზიის მთელი პერიოდისას;
- მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური პესტიციდები თუ სასუქები ფერომონის ეფექტურობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს;
- მდგრადია UAV გამოსხივებისა და სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ.
Პირველი მიმართულება, სადაც წარმატებით ინერგება ფერომონები, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის კონტროლია. Ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცენარის დაზიანებამდე მავნებლის პოპულაციის დაწყების შემჩნევა და მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია.
ტუტა პრო ქეფსი – პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის მონიტორინგისთვის
ტუტა პრო ქეფსში გამოყენებულია სქესობრივი ფერომონი, რომლის დანიშნულებაც პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის ზრდასრული მავნებლის მონიტორინგია.
მენაღმე ჩრჩილი ღია გრუნტში მარტიდან ჩნდება და გავრცელებულია ოქტომბრის ბოლომდე. დახურულ გრუნტში კი მისი კონტროლი საჭიროა მთელი წლის განმავლობაში.
ტუტა პრო ქეფსი მავნებლის გამოსვლის დროულად აღმოჩენისა და მათი გავრცელების დონის შეფასების საშუალებას იძლევა. ეს ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ფერმერმა დროულად დაიწყოს სამკურნალო მოქმედებები და მწერების გავრცელების პრევენცია მოახდინოს.
ტუტა პრო ქეფსი შემდეგნაირად გამოიყენება: სპეციალურ წებოვან ქაღალდზე მაგრდება ჭიქა, რომელშიც შპრიცში მოთავსებული შიგთავსი ანუ ფერომონი ისხმება. ქაღალდი შემდგომ დელტა ხაფანგში თავსდება. საბოლოოდ, ჩრჩილებს ფერომონი იზიდავს და ისინი ხაფანგში ებმებიან.
ტუტა პრო პრესსი – პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება
ტუტა პრო პრესსში გამოყენებულია შეჯვარების საწინააღმდეგო ფერომონი, რომელიც მამრი მავნებლების დაბნევას იწვევს და მათ მდედრი მწერის პოვნის უნარს უქვეითებს. შესაბამისად, მწერების შეჯვარებისა და გამრავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ტუტა პრო პრესსი მცენარეებს შორის გარკვეული დაშორებებითა და დოზებით ნაწილდება, მოქმედი ნივთიერების მიკროკაფსულები ფერომონის პასიურ გამოფრქვევას იწყებე. გაფრქვევა დაახლოებით 90 დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, მოქმედების ხანგრძლივობაზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ტემპერატურამ. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის დროს, დიფუზია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რაც მოქმედების ხანგრძლივობას ამცირებს. ცივ ამინდში კი, პირიქით, დიფუზია ნელდება და პრეპარატის მოქმედებაც ხანგრძლივდება.
ტუტა პრო ქეფსსა და პრო პრესსზე მეტის გასაგებად ეწვიეთ „აგროსფეროს “ მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგროკონსულტანტებს ნომერზე +995 322 500 900. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ახალ, ინოვაციურ პროდუქტებზე და მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გაეცანით მათი გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას.
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ემის დაჯილდოებაზე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
კომენტარები