22 აპრილი დედამიწის დღეა: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა
ფოტო: თიბისი
თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებით და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.
22 აპრილი დედამიწის დღეა. თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს და დადებითი ზეგავლენის შესაძლებლობებს გარემოზე ზრუნვაში და მდგრადობის შენარჩუნებაში. შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში, შიდა ტრანსფორმაციით და ცვლილებებით იწყება. თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით ინიციატივებს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კომპანიამ 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
თიბისის აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. პოლიტიკა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ კულტურაში გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დამკვიდრებასა და ბანკის საქმიანობის ყველა სფეროში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების წახალისებას. აღნიშნული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე ვრცელდება.
თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობამ დასახულ მიზანს 23.79%-ით გადააჭარბა. 2024 წლისთვის დასახული მიზანი იყო 1.4 მილიარდი ლარი და წლის ბოლოს პორტფელის მოცულობამ შეადგინა 1.733 მილიარდი ლარი. პორტფელის დიდი ნაწილი მწვანე დაფინანსებასა და კლიმატთან არის დაკავშირებული.
თიბისიმ, გასულ წელს, მეხუთედ გაიარა ISO 14001:2015 აუდიტი, რაც იმის დასტურია, რომ ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს.
თიბისის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, TBC WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.
თიბისი, ასევე აქტიურად მუშაობს შიდა რესურსების დაზოგვასა და რესურსების გონივრულ მოხმარებაზე - 2300 კილოგრამზე მეტი პლასტმასა შეგროვდა და გადამუშავდა. პლასტმასის შესაგროვებელი ურნები განთავსებულია თიბისის 46 ლოკაციაზე: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.
თიბისიმ ქაღალდის გადამუშავების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე ჯამურად გადამუშავებულია 500 ტონამდე ქაღალდი. პარტნიორი კომპანიის დახმარებით გადამუშავდა 46 840 კგ ქაღალდი, რითაც მოჭრას გადაურჩა 782 ხე. ასევე, კორპორაციულმა მიმართულებამ, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით, დაბეჭდილი ხელშეკრულებები ციფრული ხელშეკრულებებით შეცვალა, ამით 70,000 ფურცელი დაზოგა. 2024 წელს ერთი თანამშრომლის მიერ მოხმარებული ქაღალდის რაოდენობა 10%-ით შემცირდა. წყლის მოხმარება ერთ თანამშრომელზე წინა წელთან შედარებით კი 13%-ით შემცირდა. ჯამური წყლის მოხმარება 5,552,000 ლიტრით შევამცირეთ.
გარემოზე ზრუნვის მიზნით თიბისი არაერთი წელია სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებსაც ახორციელებს. სარეკლამო ბანერების გადამუშავების და მათგან ფუნქციური ნივთების შექმნის შემდეგ, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ "ტენე" გამოუყენებელი პლასტმასა გადაამუშავა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები, აქსესუარებით, შექმნა.
#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა — რიმა ბერაძე მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა — რიმა ბერაძე
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
კომენტარები