SJC: პარტიების აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ოცნების ხელისუფლების მიერ დაანონსებული პარტიების აკრძალვის ინიციატივას ეხამურება და განცხადებას ავრცელებს.
"2025 წლის 27 მარტს, ქართულმა ოცნებამ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც, მათივე თქმით, უზრუნველყოფს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას. რთული სათქმელია, ზუსტად რომელი ოპოზიციური პარტიები არის ამ კანონპროექტის სამიზნე, თუმცა მამუკა მდინარაძის განმარტებით, რეჟიმთან დაპირისპირებული ძალები "როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!"
31 მარტს, პარლამენტის ბიურომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალა წამყვან (იურიდიულ) კომიტეტს, რომ დაიწყოს კანონპროექტის განხილვის პროცედურები. 14 აპრილს, იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტი რეალურად ორ ცვლილებას ითვალისწინებს.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლების გაფართოება, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას — ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 36-ე მუხლს ეხება, სადაც დამატებით განისაზღვრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ მისი მიზანი, საქმიანობის არსი ან პარტიული სიის შემადგენლობა არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის მიზანსა და საქმიანობას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს პოლიტიკურ პარტიებზე "ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის" განხორციელებას ემსახურება.
თუმცა, ეს ნორმა ახალ აკრძალვის საფუძველს აწესებს, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩამონათვალს სცდება და პარტიის აკრძალვის კრიტერიუმად მისი "მსგავსებას" სხვა პარტიასთან აცხადებს. ტერმინები ბუნდოვანია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თვითნებურობის საფრთხეს ქმნის, რაც კონსტიტუციით აკრძალულია.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის შემჭიდროებულ ვადებში განხილვა და სტანდარტის რადიკალური გაუარესება — რაც გულისხმობს პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის ვადების მკვეთრად შემჭიდროებას — ზოგ შემთხვევაში მაქსიმუმ 9 თვემდე, ხოლო საარჩევნო პერიოდში ე.წ. მსგავსი პარტიის შემთხვევაში - 14 დღემდე. მაშინ, როცა კონსტიტუცია პარტიის აკრძალვას მკაცრ პროცედურულ და შინაარსობრივ სტანდარტებს უკავშირებს, კანონპროექტი პარტიის გაუქმებას ორკვირიან ვადაში შესაძლებელს ხდის.
საერთოდ, კონსტიტუცია პოლიტიკური პლურალიზმის და დემოკრატიის დაცვის გარანტიას წარმოადგენს. პარტიების როლი და მათი აკრძალვის საფუძვლები მკაცრად და ამომწურავადაა განსაზღვრული. წარმოდგენილი კანონპროექტი კი, არც ერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, კონსტიტუციურ გარანტიებს არღვევს და პარტიებისთვის სამართლებრივ რეჟიმს საგრძნობლად ამკაცრებს.
დოკუმენტში ასევე განხილულია:
ინიცირებული კანონპროექტის მიმოხილვა და მისი შეუსაბამობა კონსტიტუციასთან;
პარტიების აკრძალვა — როგორც დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვის უკიდურესი ზომა;
"ძველი" და "ახალი" პარტიების ურთიერთკავშირი, ინდივიდუალური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის საკითხები;
საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური მიტაცება და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვა, — ნათქვამია SJC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები