Bentley Exhibitions — ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა
ფოტო: თეგეტა
Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართველი არტისტის, მაკო ლომაძის გამოფენას მასპინძლობს. მხატვარი პირველია, რომლის შემოქმედებაც პროექტის - Bentley Exhibitions-ის ფარგლებში აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში გამოიფინა. შოურუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენების სერიას. დამთვალიერებელი გაეცნობა თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავ ნიმუშებს, რომლებსაც Bentley-სთან მთავარი მახასიათებელი - სრულყოფილებისკენ სწრაფვა აკავშირებს.
მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენის კონცეფცია ბუნებისა და ხელოვნების შერწყმას ეფუძნება. გამოფენა ორ სერიას აერთიანებს, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის, თვითრეფლექსიის თემატიკას მოიცავს. მხატვარი იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი ნამუშევრები მდიდარია სიმბოლიზმებით.
ფოტო: თეგეტა
მაკო ლომაძე, არტისტი: "ჩემთვის ნამუშევარი მხოლოდ ვიზუალური ობიექტი არ არის. ის არის უხილავი კავშირი შემოქმედსა და მნახველს შორის. ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე ეხება შინაგან თვითრეფლექსიასა და გარე სამყაროს დაკვირვებას შორის დიალოგს. ვმუშაობ პირად გამოცდილებებზე და უფრო ფართო ეგზისტენციალურ თემებზე, რომელთა ვიზუალურ ენად გარდაქმნა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული საშუალებაა. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი სერია: Point Nemo და Land of Invisible Bugs. Point Nemo, როგორც დედამიწის ყველაზე შორეული წერტილი, გამოხატავს იზოლაციის პარადოქსს — ერთდროულად სიმარტოვესა და თვითშემეცნების შესაძლებლობას. Land of Invisible Bugs კი იკვლევს იმ უხილავ ძალებს, რომლებიც ჩვენს რეალობას ქმნის. Bentley-სთან თანამშრომლობა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის. მათი ელეგანტურობისა და სრულყოფილების კოდებთან ჩემი ნამუშევრების დიალოგმა საშუალება მომცა, ხელოვნება ახალ, დინამიკურ კონტექსტში წარმომედგინა".
ფოტო: თეგეტა
Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რაც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს გულისხმობს. ბრენდის შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერიაა.
სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: "ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. ბრენდისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები მათთვის მაღალი მატერიების გაზიარების გზით.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის საქართველოში ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს დაეთმობა.
ჩვენ უკვე ვმასპინძლობთ პირველ გამოფენას, რომელიც ახალგაზრდა არტისტის მაკო ლომაძის ნამუშევრებს ეთმობა. მაკო წარმატებული არტისტია და მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია გლობალურ ბაზარზე. ეს ნამუშევრები თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი თითოეული გამოფენა ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება. მათ შორისაა მდგრადობის საკითხიც, რაც Bentley-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავაცნოთ ბრენდის ხედვა, ამის ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი ხელოვნება ავირჩიეთ".
მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა 14 მარტს გაიხსნა და ვიზიტორებს 15 მაისამდე უმასპინძლებს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები