საქართველოს პროკურატურამ თეა წულუკიანის კომისიაში არგამოცხადების გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: ძლიერი საქართველო
საქართველოს პროკურატურამ თეა წულუკიანის კომისიაში არგამოცხადების გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია.
მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის. "სისხლის სამართლის კოდექსის"“ 349-ე მუხლით, "დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა" ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
- მამუკა ხაზარაძე: ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს თეა წულუკიანი
- პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- კომისიაში არ გამოცხადების გამო წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს პროკურატურით ემუქრება
- სოზარ სუბარი: თუ საგამოძიებო კომისიაზე არ მოვლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ეს არის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები