ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება და უჩივის
კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე "ბათუმელ მედროშეს", თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება და სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი გოჩა მჟავანაძე ავრცელებს:
"როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა "ვივამედი"ს დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი. ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო", — წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათამაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ქათამაძემ განაცხადა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ კლინიკა "ვივამედის" მონაწილეობით "სპეცოპერაცია ჩაატარა" — ბათუმელ მედროშეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენის მკურნალობა არ ჩაუტარეს და მას ნორმალური პაციენტისთვის განკუთვნილ საკვებს აძლევდნენ. ქათამაძემ ასევე დასძინა, რომ მან "ვივამედის" ადმინისტრაციისა და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად, იძულებული იყო შეეწყვიტა მკურნალობა კლინიკაში და მიგრაციის დეპარტამენტში დაბრუნებულიყო. სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებისთვის ითხოვა დრო ქათამაძემ და სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
"ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გადაყვანილი ვიყავი კლინიკა "ვივამედში", სადაც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სპეცოპერაცია კლინიკა "ვივამედის"ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ცდილობდა ჩემი სიცოცხლის სიკვდილის საფრთხის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით, რომელიც ჩემნაირი 50 დღით მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო. [კვება] მომზადებული იყო ნორმალური პაციენტებისთვის…
მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ვივამედის ადმინისტრაციის და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად კვების აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა ვივამედში და დავბრუნდი უკან მიგრაციის დეპარტამენტში ჩემი მკურნალობის მეორე დღეს. კლინიკიდან წამოვიღე კვების 5 კონტეინერი, ჩემს ოთახში შევინახე, განთავსებული არის 116-ე ოთახში, მტკიცებულების სახით, რაც კლინიკაში არასათანადოდ მომაწოდეს და ჩემი სიცოცხლე მიზანმიმართულად საფრთხის ქვეშ დააყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემ მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება…. გთხოვთ, დრო მომცეთ აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა საკითხების შეგროვებისთვის, გადადოთ ჩემი საქმის პროცესი," — მიმართა ქათამაძემ მოსამართლეს.
ცნობისთვის, ბათუმელ მედროშესთან ერთად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც შიმშილობდა, რომელიც 38-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ "ვივამედში" განაგრძობდა მკურნალობას. ვივამედის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიას განუცხადა, რომ ამაღლობელს კვების აღდგენით მკურნალობას ჩაუტარებდნენ და ისაუბრა იმ ჯანმრთელობის გართულებებზე, რაც ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენას მოჰყვება.
მეტი თემურ ქათამაძის შესახებ:
- თემურ ქათამაძე: "ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს"
- თემურ ქათამაძე "ვივამედიდან" მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს
- პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მოსამართლეები და პროკურორები, აბუ-დაბის ჯგუფური ძალადობის მონაწილე "ოცნების" დეპუტატები — ვინ და რატომ დაასანქცირა ესტონეთმა?
- თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა
- საია-ს ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
- თემურ ქათამაძის ადვოკატის თქმით, ის თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილებისას სირთულეები — "ბათუმელი მედროშე" 46-ე დღეა შიმშილობს
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები