როგორ შეირჩა საქართველოს საევროვიზიო სიმღერა და ვინაა მისი ავტორი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 2025 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი 14 მარტს დასახელდა. ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ჩვენს ქვეყანას წელს მარიამ შენგელია წარადგენს სიმღერით Freedom (თავისუფლება).
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე წელსაც დამოუკიდებლად, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრია.
საზმაუს ცნობით, წელს ევროვიზიაზე საქართველოს სახელით მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი კომპოზიცია წარადგინა. ამასთან, კიდევ 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა წარუდგინა საქართველოს პირველ არხს საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თქმით, არჩევანი მათ "ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე" შეაჩერეს.
"საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას", — ნათქვამია საზმაუს განცხადებაში.
საკონკურსო კომპოზიციის ავტორი ქეთი გაბისიანია, სიმღერის ტექსტი კი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.
სიმღერასთან ერთად, 14 მარტს ასევე შედგა მასზე გადაღებული ვიდეოკლიპის პრემიერა. მარიამ შენგელიასთან ერთად, ვიდეოში ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეები და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის წევრები ჩნდებიან.
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენის სურვილი წელს გამოთქვა Nini Iris-მაც და პირველ არხს საკუთარი სიმღერა გაუგზავნა. ნინი, რომელიც ამერიკული ვოისის ნახევარფინალისტი იყო, ევროვიზიის ქართველი გულშემატკივრების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა.
რაც შეეხება მარიამ შენგელიას, წინათ საქართველოს ვარსკვლავისა და ვოისის მონაწილემ გასულ წელს საზოგადოებას თავი წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მხარდასაჭერ კონცერტებზე გამოსვლით დაამახსოვრა.
რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ჩატარდება. კონკურსის ნახევარფინალური ტურები 13 და 15 მაისს, ფინალი კი 17 მაისს გაიმართება. ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე წელს 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები