ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Kaizen Global Award-ის ჯილდო მიიღო
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდის წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოდ კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულება მიიჩნევა, რაც სრულყოფილებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. ამ ფილოსოფიის მხარდასაჭერად Toyota ყოველწლიურად აფასებს სადილეროებს სხვადასხვა ტიპის KPI-ებით, რომლებიც ბიზნესის ყველა საკვანძო მიმართულებას მოიცავს.
კაიზენის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი კონკურენციაა. კავკასიის რეგიონში ყოველწლიურად ფასდება სამი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. 2024 წლის მონაცემებით, ტოიოტა ცენტრი თეგეტამ უმაღლესი ქულა დააგროვა და სხვა დილერებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა, რის აღსანიშნავადაც კომპანიას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
ფოტო: თეგეტა
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: “დიდი კონკურენციის პირობებში კაიზენის KPI-ების შესრულება ყოველწლიურად რთულდება, თუმცა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და 2024 წელს სწორედ ჩვენ გავხდით რეგიონში ლიდერები. კომპანიამ გლობალური ჯილდო დაიმსახურა, უმაღლესი შეფასებების მიღების შემდეგ, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებელი, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება, სერვისის სისწრაფე, თანამშრომლების ჩართულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა. საბოლოოd, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კომპანია შეფასდა ყველა კრიტერიუმით, რომლebიც საოპერაციო ნაწილთან არის დაკავშირებული.
ჩვენთვის Kaizen Global Award არის საერთაშორისო აღიარება და დასტური იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში წარმატებით ინერგება კაიზენის მეთოდოლოგია. ეს ჯილდო გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებმაც გააუმჯობესეს პროცესები, გაზარდეს ხარისხი, შეამცირეს ხარჯები და გააუმჯობესეს სამუშაო კულტურა. მსგავსი ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, სრულად აკმაყოფილებს ტოიოტას სტანდარტებს და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც შესაძლოა, ავტომობილის მიწოდებასთან და მის მომსახურებასთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ტოიოტას გლობალური პრინციპებით და ყოველთვის პირველები ვნერგავთ სიახლეებს“.
კაიზენი (Kaizen) იაპონურ ფილოსოფიაში უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს მცირე, ეტაპობრივი ცვლილებებით, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ეფექტიანობას, პროდუქტიულობასა და ხარისხს. კაიზენის პრინციპები პირველად იაპონურ წარმოებაში განვითარდა, განსაკუთრებით Toyota-ს საწარმოო სისტემაში. ეს მიდგომა დღემდე ტოიოტას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვასთანაა ასოცირებული. “კაი“ ნიშნავს “ცვლილებას“, ხოლო “ზენ“ — “უკეთესობისკენ“. ტოიოტას კაიზენი არის უწყვეტი გაუმჯობესების კულტურა, რომელიც კომპანიის ყველა ასპექტში აისახება და ხელს უწყობს გრძელვადიანი წარმატების მიღწევას. კაიზენის პრინციპები მომხმარებლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კომპანიები, რომლებიც კაიზენის პრინციპებით მოქმედებენ, ამცირებენ მომსახურების დროს, უმატებენ სისწრაფესა და ეფექტიანობას, სტაბილურად ამუშავებენ უკუკავშირს და მის საფუძველზე აუმჯობესებენ სერვისს, მუშაობენ თანამშრომლების უწყვეტ განვითარებაზე, რაც საბოლოოდ ზრდის მომსახურების ხარისხს.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული და კაიზენის პრინციპების დამცველი კომპანია, ცდილობს, ყოველწლიურად გაზარდოს და გააუმჯობესოს მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი. მომხმარებელზე მორგებული კონცეპტის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. 2025 წელს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კომპანიის დიგიტალიზაციაზე გაკეთდება, რაც მომხმარებლებისთვის სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი? NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
-
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა 1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
-
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე? ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
-
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
-
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
-
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში? რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
-
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
-
"მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
გადახედვა
-
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
-
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა
-
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
-
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა 24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
გადახედვა
-
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა? რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
-
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი "შაჰედებს" ვიღებთ ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი "შაჰედებს" ვიღებთ
გადახედვა
-
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე? ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
-
ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში
გადახედვა
-
ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
-
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ
გადახედვა
კომენტარები