ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ფლორიდაში არასასურველი სტუმრები არიან
ფოტო: ABC News
საეჭვო რეპუტაციის მქონე ძმები ფლორიდაში მას შემდეგ ჩაფრინდნენ, რაც რუმინეთის ოფიციალურმა პირებმა სასამართლოს შეზღუდვები, პროცესის ჩანიშვნამდე რუმინეთის დატოვების შესახებ, გააუქმეს. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტეიტების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალაში რჩება.
ტეიტების ამერიკაში ჩასვლას ცნობებები მოჰყვა, რომ მათთვის სამოგზაურო აკრძალვის მოსახსნელად რუმინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლობირებდნენ. თუმცა, როდესაც პრეზიდენტ ჰკითხეს, ახდენდა თუ არა ტეიტების გასათავისუფლებლად მისი ადმინისტრაცია რუმინეთის მთავრობაზე ზეწოლას, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ძმების რუმინეთიდან აშშ-ში დაბრუნების შესახებ საერთოდ არ იცოდა.
"მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. ჩვენ ყველაფერს გადავამოწმებთ და შეგატყობინებთ" — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, კირ სტარმერთან, ერთად ოვალურ კაბინეტში ყოფნისას.
ძმებ ტეიტებს ბრალად ადამიანებით ვაჭრობა და რუმინეთში ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ედებათ. ენდრიუ ტეიტს ბრალი დამატებით გაუპატიურებაში წაუყენეს. ამავდროულად გამოძიების პროცესშია ცალკეული ბრალდებები ფულის გათეთრებაზე. ძმები ბრალდებებს უარყოფენ, მეტიც ენდრიუ ტეიტის თქმით, მას სჯერა, რომ ის და მისი ძმა "დიდ გაუგებრობაში არიან".
"ჩვენს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვართ რაიმე დანაშაულისთვის ნასამართლევები. ჩვენ არ გვაქვს კრიმინალური წარსული არსად მსოფლიოში" — თქვა ენდრიუ ტეიტმა.
ენდრიუმ განაცხადა, რომ მათი საქმე რუმინეთში 2024 წლის დეკემბრიდან შეჩერებულია და რადგან მათ სასამართლოში მოქმედი საბრალდებო დასკვნა არ აქვთ, პროკურორმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ შეერთებულ შტატებში დაბრუნების უფლება მისცემოდათ.
თუმცა, როგორც რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატის განცხადებაშია ნათქვამი, ტეიტების წინააღმდეგ ბრალდებები ძალაში რჩება და მოსალოდნელია, რომ ისინი რუმინეთში სასამართლო პროცესისთვის დაბრუნდებიან. სააგენტომ ძმები გააფრთხილა, რომ სასამართლო შეზღუდვების არ შესრულება, უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გამოიწვევს.
ძმები 2022 წლის ბოლოს დააკავეს. მას შემდეგ ისინი რუმინეთში იმყოფებოდნენ. 2024 წლის დეკემბერში, ბუქარესტის სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი საქმე ტეიტებისა და მათი ორი თანამოაზრე ქალის წინააღმდეგ, სასამართლოში ვერ გაგრძელდებოდა მრავალი სამართლებრივი და პროცედურული დარღვევის გამო და ის უკან პროკურატურას დაუბრუნდა. თუმცა, ბრალდება არ მოხსნილა, ძმების წინააღმდეგ ტრეფიკინგის მეორე საქმე რუმინეთში ჯერ კიდევ გრძელდება.
ფოტო: ABCnews
ენდრიუ ტეიტის მთავარი სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატმა მას შემდეგ, რაც ტეიტს რუმინეთის დატოვების უფლება მიეცა, ტრამპის ადმინისტრაცია დაგმო.
"როგორც ჩანს, აშშ ჩაერია რუმინეთის საქმეში, რათა დახმარებოდა ძმებ ტეიტებს, რომლებიც სექსუალურად ვაჭრობნენ 35 წლის ქალით. მათ მსხვერპლებს შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც. ეს არის სილის გაწნა ძმები ტეიტების ყველა მსხვერპლისთვის, მათ შორის ამერიკის მოქალაქისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა არ იცავს" — განაცხადა სექსუალური ექსპლუატაციის ეროვნული ცენტრის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დანი პინტერმა.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, თქვა, რომ მის ოფისს საქმეში მონაწილეობა არ ჰქონია და მან მედიის საშუალებით გაიგო, რომ ძმები ფლორიდაში მიემგზავრებოდნენ.
"რეალობა ისაა, რომ ფლორიდა არ არის ადგილი, სადაც ისინი ამ ტიპის ქცევით სასურველი სტუმრები არიან" - უპასუხა ფლორიდის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას ენდრიუ ტეიტის შესახებ.
ფოტო: Reuters
ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა, ჯეიმს უტმაიერსმა თქვა, რომ მან თავის ოფისს უბრძანა, ემუშავათ შტატის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ფაქტზე წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინათ.
"ფლორიდას აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანებით ვაჭრობისა და ქალებზე ძალადობის მიმართ. თუ რომელიმე ამ სავარაუდო დანაშაულიდან ფლორიდის იურისდიქციას შეეხება, ჩვენ მათ პასუხისგებაში გადავცემთ" — დაწერა პროკურორმა X-ზე.
გასულ წელს რუმინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც კი ძმების რუმინული საქმეები დასრულდებოდა, მათი ექსტრადიცია დიდ ბრიტანეთში უნდა მომხდარიყო, რადგან დიდ ბრიტანეთში ტეიტების დასაპატიმრებლად ორდერია გაცემული.
ოთხი ბრიტანელი ქალის ადვოკატმა, რომლებიც ენდრიუ ტეიტს გაუპატიურებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ, მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას პროცესში ჩაერიოს, რათა დიდ ბრიტანეთში სისხლისსამართლებრივი პროცესის წარმართვა უზრუნველყონ.
"ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტეიტები რუმინეთში მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდებიან, არის არარეალური. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს მათი ექსტრადიცია გაერთიანებულ სამეფოში და წაუყენონ ბრალი დანაშაულების გამო, რომლებიც, მათ სავარაუდოდ, ამ იურისდიქციაში ჩაიდინეს. რუმინეთმა თავი შეირცხვინა. გაერთიანებულმა სამეფომ იგივე არ უნდა გააკეთოს" — განაცხადა ადვოკატმა მეთიუ ჟიურიმ.
გაერთიანებული სამეფოს საქმეში დაზარალებულის სტატუსით მყოფმა ქალებმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ ისინი მომხდარს ვერ იჯერებენ და მომხდარის გამო ხელახლა განიცდიან იმ ტრავმას, რომელიც ძმებმა მიაყენეს. მათი აზრით, რუმინეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა, რის შემდეგაც ენდრიუ ტეიტს მიეცსა საშუალება ემოგზაურა ევროპასა და აშშ-ში.
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
კომენტარები