ამბიცია და მსხვერპლი — რატომ უნდა უყუროთ The Brutalist-ს?
ფოტო: iMDB
შთამბეჭდავი ვიზუალური თხრობის სტილითა და უნიკალური ნარატივით გამორჩეულმა ფილმმა ბრუტალისტი წლევანდელი ოსკარის ცერემონიაზე 10 ნომინაციაშია წარდგენილი. ბრეიდი კორბეტის რეჟისურით გადაღებული ფილმის მთავარი პერსონაჟის როლს ოსკაროსანი ედრიენ ბროუდი ასრულებს და ოსტატურად გარდაისახება იდეალისტ არქიტექტორად, რომლის ხედვაც მძიმე ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს უპირისპირდება.
კადრი ფილმიდან The Brutalist
ფოტო: iMDB
ლასლო ტოტი უნგრელი ემიგრანტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში ცოლთან (ფელისიტი ჯოუნსთან) ერთად ჩადის საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროექტის შესასრულებლად. ლასზლოს სამყაროში კვალის დატოვება გამოკვეთილი, უკომპრომისო, გამბედავი სტრუქტურებით სურს. დროთა განმავლობაში მისი კარიერული ამბიცია იზრდება და სწორედ მისი ამბიცია ხდება ლასზლოს პირად ურთიერთობებში ბზარის გამჩენი — მისი არტისტული თავგადასავლის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო და უფრო გაურჩეველი ხდება, თუ სად გადის ხაზი ღირსებასა და კომპრომისს შორის.
ფილმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალების სიმბოლურობას. ბრუტალისტის ფოკუსი არქიტექტურაზე გვევლინება ადამიანური ტკივილისა და ბრძოლის მეტაფორად — რეჟისორის კამერა გვაჩვენებს როგორ შეიძლება დროისა და გარემოებების ცვალებადობამ იდეალები დაამსხვრიოს ან ფორმა შეუცვალოს. ფილმის კინემატოგრაფია, რომელიც მკვეთრი კონტრასტებისა და შთამბეჭდავი შენობების სიუხვით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებინებთ, ხაზს უსვამს მისი პერსონაჟების ემოციურ სიღრმეს და გვიჩვენებს, რომ არქიტექტურასა და ამბიციას მსგავსი — დაუმორჩილებელი ბუნება აქვთ.
კადრი ფილმიდან The Brutalist
ფოტო: iMDB
დამატყვევებელი ვიზუალური სანახაობის გარდა, ფილმი ეხება დაუმორჩილებლობის, გადასახლებისა და ხელოვნებისა და იდეოლოგიების კვეთას. როგორც არაერთი კინოკრიტიკოსი წერს, ბროუდის ეს შესრულება მისი კარიერის მწვერვალია — შემოქმედებითი გენიისა და პირადი დაცემის დაძაბულად და მთელი სიცხადით ჩვენებისათვის მან ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.
კადრი ფილმიდან The Brutalist
ფოტო: iMDB
ბრუტალისტი აუცილებლად უნდა ნახოს მაყურებელმა, რომელიც ისტორიული დრამების მოყვარულია და გამბედავი სცენარები იზიდავს. ფილმი ჩვენი ოცნებებისა და მათ მისაღწევად საჭირო მსხვერპლის შესახებ მომაჯადოებელი ესთეტიკით გვიამბობს — ბრუტალისტის ყურების შემდეგ ფილმის ნარატივი კიდევ არაერთხელ დაგაფიქრებთ.
როგორც ზემოთაა ნათქვამი, ბრუტალისტი ოსკარის 10 კატეგორიაშია ნომინირებული:
- ედრიენ ბროუდი — საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი კაცი მსახიობი;
- ფელისიტი ჯოუნსი — საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი;
- გაი პირსი — საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი;
- ბრეიდი კორბეტი — საუკეთესო რეჟისურა;
- წლის საუკეთესო ფილმი;
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი;
- საუკეთესო კინემატოგრაფია;
- საუკეთესო მუსიკა;
- საუკეთესო მონტაჟი;
- საუკეთესო ნამუშევრის დიზაინი.
იხილეთ ასევე:
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები