ეკა გიგაური: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი ახობაძეს, ნიკოლოზ კაციას და ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს
ფოტო: ლანა კოკაია / on.ge
“ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა პროტესტის 3 მონაწილის საქმე – კერძოდ, გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეები. ყველა ამ საქმეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას, რაც აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზანს ემსახურებოდა," – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა, დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სამივე საქმეში, ბრალდებულებისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტზე მოწმეები მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები არიან, რომლებსაც საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესი აქვთ.
"ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა პროტესტის 3 მონაწილის საქმე — კერძოდ, გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეები. სამივე მათგანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ყველა ამ საქმეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას, რაც აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზანს ემსახურებოდა.
საქმეების შეფასება მოხდა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და მართლმსაჯულების სისტემაში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული უკანონო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი შეფასების საგანი. აღნიშნული პრაქტიკა გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ამგვარი უკანონო პრაქტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ყოველივე ეს განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ ათწლეულებია სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება.
აღნიშნული საქმეების შესწავლით აშკარად ჩანს, რომ მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია არა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა მათ მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების შეკერვის გზით. ცხადია, ასევე მიზანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება და საზოგადოების დაშინებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს არაერთი საქმე აქვს წაგებული სწორედ ნარკოტიკების „ჩადების“ გამო და ამ პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც შეეცადა, ეს მავნე ტრადიცია გრძელდება ზუსტად ისეთი ფორმებით, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აქვს წესად დანერგილი სამართალდამცავ ორგანოებს.
ჩვენს მიერ შესწავლილ სამ სისხლის სამართლის საქმეს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე პირების მიმართ. აღნიშნულის მიზანი აქტივისტების დაშინებასთან ერთად, საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციაცაა, რაზეც მმართველი პარტიისა და მათი პროპაგანდისტული არხებიც მიუთითებს", — განაცხადა გიგაურმა.
გიგაური აღნიშნავს, რომ გამოძიება სამივე შემთხვევაში დაწყებულია ე.წ. "კონფიდენციალური წყაროს" მიერ მოწოდებული "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე, რომლის სანდოობისა და რეალურობის შემოწმება არ ხდება. ასევე აქტივისტი აღნიშნავს გამოძიების გარემოებებს, რომ ჩხრეკა ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე ჩატარებული და არც ერთი ექსპერტის კომენტარის არ არსებობა საქმის სამართლიან წარმართვაზე ეჭვს აჩენს.
"ამ წყაროს სანდოობას ადასტურებს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, რომლის მტკიცებულებად გამოყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია.
სამივე პირის პირადი ჩხრეკა, ასევე, საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა სამივე შემთხვევაში ჩატარებულია არა სასამართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ ე.წ. "გადაუდებელი აუცილებლობის" საფუძვლით, გამომძიებლის დადგენილებით, სადაც არაა დასაბუთებული რატომ იყო საჭირო გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველა ასეთი გადაუდებელი ჩხრეკა სასამართლოს მიერ კანონიერად არის ცნობილი. როგორც ჩანს, პოლიციის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო ყოველთვის კანონიერად მიიჩნევს მათ მიერ ჩატარებულ მოქმედებას, მიუხედავად იმისა ჩხრეკა ჩატარებულია კანონიერად თუ კანონის დარღვევით;
სამივე საქმეში, ბრალდებულებისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები, რომლებსაც აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესი;
სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში ვერ დაარწმუნებს. ნიშანდობლივია, რომ ახობაძისა და კაციას შემთხვევაში ნეიტრალური მოწმეები - ერთ შემთხვევაში ბრალდებულის თანამგზავრი და მეორე შემთხვევაში ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან ერთად, თუმცა პოლიციამ ისინი ჩხრეკას არ დაასწრეს;
სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. ვიდეოჩანაწერის არსებობა იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნამდვილი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად ბრალდებულებს ჰქონდათ.
სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს. სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, ყველა საეჭვო გარემოების უგულებელყოფით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით;
არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ ჩაუტარა გამოძიებამ ნარკოლოგიური შემოწმება;
საქმეებში საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობები ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესახებ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეებზე ჭეშმარიტების დასადგენად და ბრალდებულების უფლებების დასაცავად;
როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ საქმეებშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული არც პროკურორის და არც სასამართლოს მიერ", — განაცხადა გიგაურმა.
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
კომენტარები