Geely Coolray-ს გლობალური გაყიდვების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
ფოტო: თეგეტა
საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი "ჯილი საქართველოა"
აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა - Geely Coolray მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული არჩევანი გახდა. ავტომობილის გაყიდვებმა მსოფლიო ბაზარზე უკვე მილიონს გადააჭარბა. Geely Coolray, ბრენდის მოდელი, რომელიც ყველაზე დიდი საექსპორტო მაჩვენებლებითა და სამომხმარებლო ბაზრით გამოირჩევა, პირველად 2018 წელს წარადგინეს და მას შემდეგ 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
Coolray-მ მომხმარებელთა აღიარება დინამიკური სიმძლავრის განსაკუთრებული მახასიათებლების, ახალგაზრდული დიზაინისა და ინტელექტუალური ფუნქციებით მოიპოვა. სწორედ მსგავსი თვისებებით შეძლო Coolray-მ, საკუთარი მომხმარებლისთვის მგზავრობის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა. აღსანიშნავია, რომ მოდელმა სუბკომპაქტური კროსოვერის სეგმენტში სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა და საავტომობილო ბაზარზე მტკიცედ დამკვიდრდა.
Coolray-ს წარმატება სუბკომპაქტური კროსოვერის გლობალურ ბაზარზე
Coolray-ს პრეზენტაცია Binyue-ს (Binyue ქულრეის სახელია ჩინურ ბაზარზე) სახით 7 წლის წინათ ჩინეთში შედგა. გაყიდვების რაოდენობამ სულ რაღაც 9 თვეში 100 000 ერთეულს მიაღწია. 2019 წლისთვის მოდელი საერთაშორისო ბაზარზეც წარდგა და მყარი პოზიციები მალევე დაიკავა ფილიპინებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. 2023 წელს Coolray-ს გაყიდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.
აფრიკის ბაზარზე მოდელი 2024 წლის მარტში გამოჩნდა და სულ რაღაც ერთი წელში პირველი ადგილი დაიკავა ალჟირის ყველა ბრენდს შორის. მე-3 ადგილზე გავიდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც, 2023 წელთან შედარებით, გაყიდვების რიცხვი 80.1%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, სტაბილური ზრდა გამოკვეთა ომანსა და ბაჰრეინში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, პანამაში კი ყველა ბრენდს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.
ფოტო: თეგეტა
Geely Coolray: შექმნილია გლობალური უპირატესობისთვის
Coolray პირველი კროსოვერია, რომელიც Geely-ს მოწინავე სუბკომპაქტური კროსოვერის სეგმენტის მოდულურ არქიტექტურაზეა (BMA) დაფუძნებული. ეს ინოვაციური პლატფორმა, პირველ რიგში, ორიენტირებულია მართვის ეფექტურობაზე და ხელს უწყობს მაქსიმალურ ოპტიმიზაციას დაბრკოლებების შემთხვევაში.
მოდელი 1.5 T ოთხცილინდრიანი ძრავითა და ახალი თაობის 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ტრანსმისიითაა აღჭურვილი. აღნიშნული ძალური აგრეგატი უზრუნველყოფს Coolray-ს აჩქარებას 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 7,6 წამში, ხოლო საწვავის კომბინირებული მოხმარება მხოლოდ 5,8 ლ/100 კმ-ს შეადგენს.
რაც შეეხება დიზაინს, ის წარმოადგენს "Energy Burst" ექსტერიერს და "Energy Awakening" ინტერიერს. ექსტერიერში სპორტული სტილის, ორფერიანი ძარა გვხვდება. Energy Storm-ის თემატური ელემენტების დიზაინში დამუქებული ჰაერამღები Robust Air Inlet Grille და წითელი აქცენტები დომინირებს. კონტრასტული ინტერიერი კი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური სპორტული სავარძლებით არის აღჭურვილი. ერთმანეთში ინტეგრირებული ეკრანები - 10.25-დიუმიანი, თხევადკრისტალური მონიტორი და 12.3-დიუმიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანი - განსაკუთრებულ ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.
Coolray აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიების ფართო სპექტრით, რომლებიც მართვის უსაფრთხოებასა და კომფორტს განაპირობებს; ინტელექტუალური მართვის სისტემებით, მათ შორის ICC, AEB, APA, BSD. უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს გამჭვირვალე შასი Eagle Eye 540°.
როგორც სტრატეგიული გლობალური კროსოვერი, Coolray დიდ ყურადღებას აქცევს მომხმარებლების საჭიროებებს სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მონტაჟდება სიცხის საწინააღმდეგო იზოლირებული მინები. აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ზამთარში მკაცრი კლიმატური პირობებია, გათვალისწინებულია წინა და უკანა სავარძლებისა და საჭის გათბობა, რაც უზრუნველყოფს ავტომანქანის კომფორტულ მართვას. აზია-წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში წინა სავარძლების ვენტილაცია ხელს უწყობს ინტერიერის გარემოს გაგრილებას.
საერთაშორისო ბაზარზე წარდგენიდან მალევე Coolray-მ მრავალი ჯილდო მოიპოვა, რაც ადასტურებს მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს. წელს აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის საუკეთესო SUV-ის კონკურსში, „კომპაქტური კროსოვერის 2WD SUV“ კატეგორიაში, ექსპერტთა საბჭომ მას პირველი ადგილი მიაკუთვნა.
საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური იმპორტიორია თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო. კომპანია ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევიან გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, Geely Auto-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი Geely Coolray კომპანიამ ქართველ მომხმარებელს 2023 წლის სექტემბერში წარუდგინა. გაყიდვების მაჩვენებელმა მალე საქართველოშიც მოლოდინს გადააჭარბა - წარდგენიდან ერთი თვის თავზე „ჯილი საქართველომ“ რეკორდული რაოდენობის Geely Coolray გაყიდა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები