თეგეტა ჰოლდინგი 2024 წლის ლიდერ პრო ბონო კომპანიად დასახელდა
ფოტო: თეგეტა
,თეგეტა ჰოლდინგმა მიმდინარე წელს ყველაზე მეტი პრო ბონო აქტივობა განახორციელა და 2024 წლის ლიდერ პრო ბონო კომპანიად დასახელდა. 29 კომპანიას შორის ლიდერის სტატუსი თეგეტას პრო ბონო ფორუმზე მიენიჭა, სადაც „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ 2024 წლის საქმიანობა შეჯამდა. ფორუმის მონაწილეებს ,თეგეტას წარმომადგენლებმა საკუთარი პრო ბონო გამოცდილებაც გაუზიარეს.
კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, გულისხმობს ერთი კომპანიის თანამშრომლების მიერ სხვა ორგანიზაციებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსს ხელმისაწვდომს ხდის მათთვის ვისაც ხშირად არ აქვთ საკმარისი რესურსები მაღალკვალიფიციური საექსპერტო მომსახურების მისაღებად ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ნაწილია როგორც თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ისე საზოგადოებაზე ზრუნვა. პრო ბონო სერვისები ამ ორი მიმართულების გაერთიანების საშუალებას გვაძლევს, შესაბამისად, დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით პრო ბონო აქტივობებში. ჩვენი თანამშრომლები თავიანთი ინტელექტუალური რესურსით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჩვენი პრო ბონო კონსულტანტები, უსასყიდლოდ გასცემენ ცოდნას იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, თუმცა საკმარისი რესურსი არ აქვთ. მსგავს აქტივობებში ჩართვა ჩვენს თანამშრომლებსაც უძლიერებს მოტივაციას, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია გაიზიაროს გამოცდილება და მიიღოს დამატებითი ცოდნა. პრო ბონო სერვისების სპექტრი ფართოა და დამოკიდებულია ორგანიზაციის საჭიროებებზე“.
მიმდინარე წლის განმავლობაში თეგეტას მიერ განხორციელებულ პრო ბონო ინიციატივებს შორისაა რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ჩატარებული სოციალური მედიის შინაარსობრივი და ვიდეოკონტენტის შექმნის ორდღიანი ტრენინგი - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“. ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 წარმომადგენელი მონაწილეობდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან. ისინი კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს გაეცნენ.
2024 წელს „თეგეტა ჰოლდინგი“ ჩართული იყო „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების მეხუთე პრო ბონო მარათონში, რომლის ფარგლებში, 9 კომპანიის 30-ზე მეტმა პრო ბონო კონსულტანტმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს საკომუნიკაციო კამპანიები დაუგეგმეს. მარათონში მონაწილე „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებმა სოციალური საწარმო „ეთნოდიზაინისთვის“ საკომუნიკაციო კამპანია მოამზადეს, რომლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები „ეთნოდიზაინის“ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ისახავდა მიზნად.
ფოტო: თეგეტა
მარიამ ჯაფარიძე, “თეგეტა ჰოლდინგის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: „ჩვენთვის 2024 წლის პრო ბონო ლიდერად დასახელება სასიხარულოა და ამასთან დიდი პასუხისმგებლობაცაა. მიმდინარე წელს პრო ბონო აქტივობებს „თეგეტა ჰოლდინგის“ 8 თანამშრომელმა 150-მდე საკონსულტაციო საათი დაუთმო და ჩაერთო საქმიანობაში იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასარგებლოდ, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. ამ აქტივობებს შორისაა საგანმანათლებლო ტრენინგები, საკომუნიკაციო სტრატეგიების მომზადებაში დახმარება, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება, და სხვა. მიმდინარე წელს დავაფუძნეთ პრო ბონო მოხალისეთა კლუბიც, რომელშიც ამ ეტაპზე 30-მდე მოტივირებული თანამშრომელია, და მათი ექსპერტიზის შესაბამისად ვერგებით ორგანიზაციების საჭიროებებს. მოხარულებით ვართ, რომ ამ სასარგებლო აქტივობებში ჩართვის საშუალებას გვაძლევს „საქართველოს პრო ბონო ქსელი“. მიღებული ჯილდო ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ მომავალ წელს პრო ბონო საქმიანობით კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაძლიერებლად “.
„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელთაც თავიანთი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ სურთ. „თეგეტა ჰოლდინგი“ „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრი 2022 წელს გახდა, თუმცა ქსელის საქმიანობაში კომპანია წევრობამდეც აქტიურად იყო ჩართული როგორც მოხალისე.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები