ზურაბიშვილი: ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, არჩევნები არ შედგა, ანუ — გაყალბდა
ფოტო: ვიდეოკადრი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება "რაზეც ქართული ოცნება თვალს ხუჭავს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის".
ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანასა და საზოგადოებაში ნდობა აღარ არის, რადგან "არჩევნები არ შემდგარა", რაც მისი თქმით იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს მოჰყვება "აღარ არის დამაჯერებელი".
"დღეს ყველაფერი ძალიან მარტივად არის — არჩევნები არ შედგა და რადგანაც არჩევნები არ შედგა, გაყალბდა და ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, დავინახეთ და, პირველ რიგში, ვინც აყალბებდა, იმათმაც დაინახეს. არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ქუჩაში, არამედ ისინიც, ვინც მხარს უჭერენ დღევანდელ მმართველ პარტიას, იმათმაც ძალიან კარგად იციან, რომ გააყალბეს და რომ ეს ტვირთი მათ უნდა იტვირთონ ცხოვრების ბოლომდე იმიტომ, რომ შენ ამგვარად შენს ქვეყანას როცა ღალატობ, ეს ძალიან დიდი ტვირთია.
როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, აღარ არის ლეგიტიმური, აღარა რის კონსტიტუციური და შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში. პოლარიზაცია იზრდება და იზრდება იმიტომ, რომ მოდის იმ ვითომ და გამარჯვებული მხრიდან, რომელიც უნდა იყოს გახარებული, ლაღი — მათგან მოდის ძალიან დიდი დაცინვა, შეურაცხყოფა და სიძულვილი — ესეც კრიზისის ნაწილია იმიტომ, რომ ხვალ, რაც არ უნდა მოხდეს, ერთად უნდა ვიცხოვროთ და ამაზე, მე მგონი, რომ ამ შობის მარხვის პერიოდში ჯობია, რომ დავფიქრდეთ.
კრიზისი ღრმავდება ასევე სანქციების ფონზე. სანქციების გამო და სანქციების შედეგად მატულობს ქვეყნის იზოლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი მცირე რესურსებით და ეს გადადის ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ყოველდღიურად იკვეთება ეს ღრმა კრიზისი და შეიძლება, საშიშ ნიშნულსაც მიაღწიოს.
რადგანაც ეს კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რასაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტია ან ვერ ხედავს ან უფრო, მე ვიტყოდი, რომ თვალს ხუჭავს, არ უნდა, რომ დაინახოს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს მთავარია ქალაქის განათება, ან საშობაო სოფლის გამართვა, ან ნაძვის ხის დადგმა, ან კონცერტების გამართვა, როცა, რეალურად, არავინ არის კონცერტის ხასიათზე, თუნდაც ისინი, რომლებიც ვითომ თავს თვლიან გამარჯვებულად.
მმართველმა პარტიამ რაც არ უნდა თვალი დახუჭოს, რაც არ უნდა ტყუილებით მოგვარგოს ეს რეალობა, ამ რეალობას ვერ შეცვლის და რეალობა არის ის, რაც არის ჩვენს წინ, რასაც ყველა ვხედავთ, ვგრძნობთ და რაც არის ჩვენი გამოსასწორებელი — ეს არის კრიზისი", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები