გია ვოლსკი

17 Dec. 2024, 17:27

"სალომე ზურაბიშვილი [ევროპარლამენტში] ჯერ ერთი, ვერ გაიმეორებს იმას, რაც როიტერის კორესპონდენტთან თქვა. მან [ჟურნალისტმა] ჰკითხა, რით მტკიცდება, რომ რუსეთის რესურსი არის ჩარეული არჩევნებში და შედეგად ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ამაზე ვერ ისაუბრებს. მას არ აქვს ეს მასალა და აბსოლუტური სიცრუე იყო ეს განცხადება. ისევე როგორც განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რუსეთის ჩარევით მოხდა არჩევნების გაყალბება და მოვიდა ტრამპის ჯგუფი, რომელსაც ახლა ასე ელაქუცებოდა, სულ ახლახან, პარიზში ჩასული. ამას ვერ იტყვის. 

შეუძლია ილაპარაკოს იმაზე, რომ მომიტინგეების გარკვეული ნაწილი დაშავდა და ზოგიერთი პასუხისგებაშია მიცემული, იმიტომ რომ რეალურად ჰქონდა საქმე რევოლუციასთან, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. აი, ამ თემაზე იქნება საუბარი, რაც რასაკვირველია ჩვენც გვაღელვებს. არის ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენც გვაღელვებს. ბევრი ადამიანი დაშავდა. დაშავდნენ პოლიციელებიც, მაგრამ ამ ჯახის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც აუცილებლად მოხდება ადამიანის დაშავება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს ეს, არის სალომე ზურაბიშვილი პირადად. დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. თუ ვინმე არის დაშავებული, მითუმეტეს, თუ ვინმე ისეთი, რომელსაც ბრალი არაფერში მიუძღვის, ყველაფერ ამაში, დიდი წვლილი დევს იმ ადამიანების, რომლებმაც ეს შეჯახება დაგეგმეს და განახორციელეს.

როდესაც ასეთი შეჯახება ხდება პასუხი უნდა მოვთხოვოთ ამის ორგანიზატორებს და დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა არ მოხდეს და არ მოხდეს ძალადობრივი რევოლუცია და სახელმწიფოს მექანიზმების ჩამოშლა და მოსპობა ჩვენი ქვეყნის."

ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული

დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს…