შსს-ს ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც თანამდებობა 4 დეკემბერს დატოვა, შსს-ში დაიბარეს
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს შსს-დან წამოსული შსს-ს ყოფილი პატრულ-ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს და შსს-ში მიდის. ის სტატუსის კომენტარში ასეთ კითხვას სვამს: "მინისტრის მადლობა რომ მაქვს პირად საქმეში ყალბი დოკუმენტების გამოვლენის გამო ეგ დამჭირდება?"
"დღეს ცხოვრებაში პირველად დამირეკეს გენერალური ინსპექციიდან, ეხლა მივდივარ და თუ იცით ფორმით უნდა მივიდე?", — წერს გიორგი გოგინაშვილი.
ყოფილმა პატრულ-ინსპექტორმა ინფორმაცია სამსახურის დატოვების შესახებ 4 დეკემბერს გაავრცელა. ის საკმაოდ ვრცელ პოსტში შსს-ს თანამშრომლებს მიმართავს, რომ იყვნენ ხალხის სამსახურში და საზოგადოებისგან პატივისცემა მათი ყოველდღიური საქმიანობით დაიმსახურონ.
"პოლიციელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მისი თანამდებობრივი სარგო გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება ხდება გადასახადების გადამხდელებისგან, ძირითადად კერძო სექტორში მომუშავე ადამიანისგან.
სწორედ მათი ფულით იღებს პოლიცია ხელფასსა თუ დანამატს.
პოლიციელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ის არის ხალხის სამსახურში და სამინისტროსგან მონიჭებული უფლებამოსილება, გამოიყენოს საზოგადოებისა და ქვეყნის დასაცავად!
პოლიციელი ვალდებულია, შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და იზრუნოს ადამიანის უსაფრთხოებაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა, ეთნიკურობისა, ორიენტაციისა, მრწამსისა და ასე შემდეგ.
როდესაც პოლიციის ფორმა გაცვია, არაფერია ადამიანის მადლიერ თვალებზე ძვირფასი რამ!
იყავით ხალხის სამსახურში და დაიმსახურეთ პატივისცემა საზოგადოებისგან თქვენი ყოველდღიური საქმიანობით.
ღირსებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
მცირედი ამონარიდი საქართველოს კანონმდებლობიდან პოლიციის შესახებ
კანონი პოლიციის შესახებ:
"პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს."
"საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა."
"პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა."
"პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია."
"პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით. პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის."
"პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს."
"ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;"
"პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;"
"შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;"
"პოლიციელი ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს."
"პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით."
"პოლიციელს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება", — აწერა გიორგი გოგინაშვილმა 4 დეკემბერს.
ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია რა მიზნით დაიბარეს გიორგი გოგინაშვილი შსს-ში. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.
განახლება:
გიორგი გოგინაშვილმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "გამოვიდა და მშვიდობაა", მინისტრს ჯერ ხელი ჰქონდა მოწერილი მის გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ შსს-ს თანამშრომლად ითვლება და აინტერესებდათ, სამსახურში რატომ არ დადიოდა.
"გამოვედი, მშვიდობაა.
მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი.
გენერალური ინსპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება...
მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან, რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს", — წერს გიორგი გოგინაშვილი.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები