თინა ხიდაშელის თქმით, ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა არაკონსტიტუციური ქმედებაა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, განაცხადა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა უკანონო და არაკონსტიტუციურია. ეს პროცედურა ხვალ, 14 დეკემბერსაა, ჩანიშნული.
"ვინაიდან ხვალ საქართველოს თვითგამოცხადებულ პარლამენტს დანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან გვექნება საქმე. ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხვალ პრეზიდენტი, ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ აღიარებული, არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიას. ამ შემთხვევაში, დამატებით, თავად პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მორიგჯერ დაარღვია კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი. კერძოდ, საქართველოს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევისთვის აუცილებელია არსებობდეს 30-დღიანი ვადა იმისთვის, რომ კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის შესაბამისი დრო ჰქონდეთ. საარჩევნო კოდექსში ერთადერთი შემთხვევაა გათვალისწინებული, როდესაც განსხვავებული ვადები შეიძლება დაადგინოს ცესკომ და ეს შემთხვევა ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამონაკლისი და შეუძლებელია ვადების დაცვა, შესაძლოა, რომ სხვაგვარი გრაფიკი განისაზღვროს. საქართველოს პარლამენტს თავის დადგენილებაში არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ 30-დღიანი ვადის დაცვა გახდა წარმოუდგენელი და შეუძლებელი მათთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. მე პირადად, არ მაქვს იმის ახსნა, თუ რატომ ჩქარობენ ასე. როგორც პარლამენტის სხდომა მოიწვიეს აბსოლუტურად უკანონოდ, ისინი არ დაელოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის მოთხოვნებს დარღვევით მოიწვიეს პირველი სხდომა, ზუსტად ასე კონსტიტუციით და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით ატარებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.
არჩევნები, რომელსაც ხვალ საქართველოს პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და არის ანტიკონსტიტუციური, ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად პრეზიდენტად განწესება, არამედ იმიტომაც, რომ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა ამ არჩევნების ჩატარებით. შესაბამისად, ყველა ის მოქმედება, რომელსაც ხვალ, იმ შენობაში, რუსთაველის 8 ნომერში, შევარდნილები რომ არიან და დაკავებული რომ აქვთ, როცა ხალხი განახორციელებს, ყველა ეს მოქმედება გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად, მაშინვე, როდესაც ამ ქვეყანაში დაბრუნდება სამართლიანი მართლმსაჯულება“, — განაცხადა ხიდაშელმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები