პიტერ სიიარტო

10 Dec. 2024, 22:39

"ოპოზიციას რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის შესახებ ხმამაღლა იყვირებდა. იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება. ამას აკეთებენ სრულიად არადემოკრატიულ სტილში. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და, მოდი, ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს და რომელიც უარყოფილი იქნება.

უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს, მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა ბრიუსელისგან. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც საუბარია ერის დამცირებაზე და ჩვენ ამას უარვყოფთ. ამით ევროპარლამენტი მავნებლურ ქმედებებს ჩადის იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროპარლამენტში არსებობს ომის მომხრე და ლიბერალური უმრავლესობა, რომელიც მუდმივად ესხმის თავს მათ, ვინც ღიად საუბრობს მშვიდობის აუცილებლობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ, შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყოთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…