ეკა გიგაური: მოსამართლეები დაკავებულ პირებს არ ასაუბრებენ თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში — მათ წამების ფაქტებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 28 ნოემბრის შემდეგ 461 ადამიანია დაკავებული, ხოლო 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ ექვემდებარება წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას — 80-ზე მეტ პირს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
მანვე აღნიშნა, რომ მოსამართლეებს დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ და დაცვის მხარის მტკიცებულებები, ფაქტობრივად, არ არის ხოლმე გათვალისწინებული.
გიგაურმა ასევე თქვა, რომ მოსამართლეები დაკავებულ პირებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ისაუბრონ, თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში, ან დაკავების დროს და არ ასაუბრებენ მათ წამების ფაქტებთან დაკავშირებით — მოსამართლეების თქმით, ეს მათ არ ეხებათ.
"28 ნოემბრის შემდეგ არის 460 პირზე მეტი დაკავებული, აქედან 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და 31 სისხლის სამართლის ბრალდებით საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. დაახლოებით, პირთა ასაკი მერყეობს 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის არის ასევე უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე.
მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ. ჯარიმები მერყეობს 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე და ასევე ისინი იყენებენ პატიმრობასაც 4-დან 14 დღემდე. იზოლატორების გადატვირთულობის გამო, ხშირ შემთხვევაში ეს დაკავებული პირები გადაჰყავთ იზოლატორებში უკვე თბილისის გარეთ. ადვოკატებს უხდებათ საათობით ლოდინი, სანამ თავიანთი კლიენტების ადგილსამყოფელს გაიგებენ და ესეც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფაქტი. ძალიან ბევრი საათის განმავლობაში ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან ეს ადამიანები.
მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ. დაცვის მხარის მტკიცებულებები ფაქტობრივად, არ არის ხოლმე გათვალისწინებული. ყველა შემთხვევაში მოსამართლეები უარს ამბობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ძალადობის, ან სულაც წამების, ან არაადამიანური მოპყრობის კვალი ეტყობა.
მოსამართლეები არ აძლევენ საშუალებას დაკავებულ პირებს ისაუბრონ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში ან დაკავების დროს და არ ასაუბრებენ მათ წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ ეს არ ეხებათ. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ამ საქმეების დოკუმენტირება და შესაბამისი მსვლელობა.
პასუხისგებაში მიცემული არის ამ ეტაპზე 0 პოლიციელი. ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებები შეილახა. იცით, რომ ზოგიერთ მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდა პოლიციის წარმომადგენელი.
ამ ეტაპისთვის, რა ტენდენციასაც ვხედავთ არის ის, რომ პოლიციასთან აფილირებული ნიღბიანი პირები უსწორდებიან დემონსტრანტებს, დემონსტრაციების ახლო ტერიტორიებზე და მიმდებარე ქუჩებზე და ასევე, ამ საკითხების შესაბამისი გამოძიება არ ხდება. ასევე გასულ ღამეს ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეობს უკანონო ჩხრეკა კონკრეტული პირების და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის კანონის საწინააღმდეგო ქმედება. ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ ყოფილა", — განაცხადა გიგაურმა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები