"ქართული სახლის საბჭოში" გაწევრიანებული 14 ორგანიზაცია ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობას წყვეტს
ქართულ სახლის საბჭოში გაწევრიანებული 14 ორგანიზაცია ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან და ელჩ ზურაბ ხამაშურიძესთან თანამშრომლობას წყვეტს, — ამის შესახებ ქართული სახლის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებიდან ხდება ცნობილი.
ორგანიზაციის წევრები წერენ, რომ მათ მიმართეს ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს და მოუწოდეს, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამიჯვნოდა ე.წ. მთავრობის ანტიდასავლურ კურსს, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღიათ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ესტონეთის ქართული დიასპორის ნაწილმა საელჩოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
"ქართულ კულტურულ ორგანიზაციათა გაერთიანება ქართული სახლის საბჭო შედგება ქართულ სახლში გაწევრიანებული 14 ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან და მოიცავს ესტონეთში მუდმივად მცხოვრები ქართველების უმრავლესობას. ვეყრდნობით რა საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან.
მრავალი წელია, „ქართული სახლი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საელჩოსთან, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე არაერთი სხვა მიმართულებით. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქართული სახლის წვლილი კოვიდის დროს ესტონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაში, რაც, 6 თვის განმავლობაში, 30-ზე მეტი ადამიანის დაბინავებაში, საკვებით თუ პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფაში გამოიხატებოდა. საქართველოს საელჩოსთან ერთად, არაერთი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული და დაფინანსებული. „ქართული სახლი“ ყოველთვის მზად იყო, გვერდით დასდგომოდა ჩვენი სამშობლოს ოფიციალური წარმომადგენლობას ესტონეთში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა საელჩოს ხელმძღვანელი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენი ურთიერთობა საელჩოსთან იყო ღია, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.
დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები - გაყალბებული არჩევნები, ევროინტეგრაციის შეჩერება და ის ჯოჯოხეთი, რომელსაც არალეგიტიმური მთავრობა ძალოვნების დახმარებით ქუჩაში აწყობს, უმოწყალოდ სცემს საკუთარ მოქალაქეებს, ძალადობს ჟურნალისტებზე და ამ ყველაფერს, მუდმივ რეჟიმში ახალისებს - არ ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ მოვლენების ცივილიზებულ ჩარჩოში დაბრუნების მოლოდინი გვქონდეს.
29 ნოემბერს საბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა - მივმართეთ ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ზურაბ ხამაშურიძეს, მოვუწოდეთ, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამიჯვნოდა ე.წ. მთავრობის ანტიდასავლურ კურსს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელი საჯაროდ გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის, ესტონეთში საქართველოს საელჩოს დიპლომატები. პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვეს საქართველოს ელჩებმა და ელჩის მოვალეობის შემსრულებლებმა ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ლიეტუვაში და იტალიაში.
სამწუხაროდ, საქართველოს ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არ ჩათვალა საჭიროდ, დაეფიქსირებინა საჯაროდ თავისი პოზიცია და არც ქართულ სახლთან შემდგარა კომუნიკაცია.
ქართული სახლისა და მისი თითოეული წევრისთვის, უმძიმესია, ათწლეულების განმავლობაში პირველად, საქართველოს წარმომადგენლობასთან ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, სხვა გზას ვერ ვხედავთ. ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე. "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
კომენტარები