ნაირა გელაშვილი ივანიშვილს: ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით
ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით, — წერს სოციალურ ქსელში მწერალი ნაირა გელაშვილი და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მისი თქმით, სავალალოდ გაუვიდა ყავლი ოცნების თავმოწონებას იმით, რომ ნაცებზე უკეთესები არიან. "თქვენს აქტივში ხომ უკვე საკმარისზე მეტია ახალგაზრდების დალეწილი სახსრები, ხელ-ფეხი და თავყბა", — წერს ნაირა გელაშვილი.
"საქართველოს ხელისუფლებას
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ.
სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ თქვენს მიერ მართულ სახელმწიფოს რაიმე დარგობრივი განათლება კი არა, წერა-კითხვის ცოდნაც არ სჭირდებოდა; რომ თქვენთვის მთელი საქართველო, მისი მიწა-წყალი მხოლოდ ბიზნესტერიტორია, ერთი დიდი ცეხი იყო, რომელსაც მოგება უნდა მოეტანა თქვენთვის და თქვენი მოკავშირე მდიდართა კლასისთვის; რომ თქვენ განამტკიცეთ წინა რეჟიმის მიერ დაფუძნებული ქართული ფეოდალური კაპიტალიზმი — მტაცებლური, დაუნდობელი, უიდეო და უიდეალო. რომ თქვენ და თქვენს გუნდს განათლება უბრალოდ გძულდათ!
და აი, ამ "სპორტული" კურსის დაგვირგვინება — ამ დღეებში ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა, რომელიც მთავარი სათქმელი ის აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობას არანაირი დიპლომი არ სჭირდება!
განა ეს საქართველოს ხალხისადმი თქვენი ქვეცნობიერი სიძულვილის, მისი დამცირების სურვილის გამოხატულება არ არის?
შემდეგ მეც და სხვებიც გაუთავებლად და, ცხადია, ამაოდ მოგიწოდებდით, შეგეცვალათ წინა რეჟიმის მიერ შემუშავებული ბარბაროსული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ლამის ყველა მდინარის გაყიდვას, მათ დაგუბებას და უდიდესი საფრთხის შემცველი გიგანტური ჰესების აშენებას, რაც ეკოლოგიური უბედურების საწინდარია, საერთოდ, და მით უფრო ჩვენს სეისმურად აქტიურ რეგიონში; ბიზნესგეგმა, რაც საქართველოს უნიკალური, ულამაზესი ბუნების განადგურებას ნიშნავს (ერთხელ პირად საუბარში მითხარით გამაოგნებელი ფრაზა, რომელიც მხოლოდ გვიან გავიაზრე, რასაც ნიშნავდა: „საქართველო არც ისე ლამაზიაო“. ასეთი რამ პირველად გავიგე ცხოვრებაში. ამით მეუბნებოდით, რომ ამ ბუნების გადაქცევა ტექნიკურ ლანდშაფტად არც ისეთი უბედურებაა).
სხვა საკითხები, რაზედაც საზოგადოებასთან ერთად, მე და ჩემი მეგობრებიც ვღელავდით, ვწერდით, ვლაპარაკობდით, მოგმართავდით, ეს იყო:
განათლების დონის უკიდურესი დაცემა, უმუშევრობა, სიღატაკე, მშიერი ბავშვები და სოციალურად სრულიად დაუცველი, მშიერი სტუდენტები (რომლებსაც ფულს ახდევინებთ სწავლაში და სამუშაო ადგილებს საერთოდ არ ჰპირდებით, სრულიად დაუცველებს ტოვებთ სასტიკი ცხოვრების წინაშე); კულტურის უძველესი ძეგლების გაპარტახება; ცუდი კვებითა და ცუდი ცხოვრებით მთელი ხალხის ერთიანად შერყეული ჯანმრთელობა და მათი ტანჯული სიარული თურქეთის საავადმყოფოებში; საქართველოს მიწის უკანონო გაყიდვა, რაც განუხრელად გრძელდება; განადგურებული სოფლის მეურნეობა და ამ ყველაფრის შედეგი: საქართველოს დაცლა ქართველებისაგან! მთლიანად დაცარიელებული სოფლები, ბოქლომდადებული ათიათასობით სახლი.
მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება უცხოთი, ისევე როგორც წინა რეჟიმის შემთხვევაში, თქვენს გააზრებულ მიზანს, გეგმას წააგავს: არ არის ხალხი, არ არის პრობლემა.
განსაკუთრებით უსაშველო და შეუქცევადი: თბილისის, ბათუმის და სხვა ადგილების ყველა მტკაველის გაყიდვა და მათი გადაქცევა ქვისა და შუშის ჯუნგლებად. ულამაზესი და უძველესი დედაქალაქის ჯოჯოხეთური დამახინჯება, მისი გარდაქმნა სიკვდილით სავსე ქალაქად. დაბოლოს, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი რადიკალური დაპირისპირება მთელ დასავლეთთან – ევროპასა და ამერიკასთან, რომლებისგანაც უწყვეტად იღებდით ფინანსურ დახმარებას. და ამ დაპირისპირების მთავარი მანიფესტაცია: „გამჭვირვალობის“, ანუ, „აგენტების კანონი“- არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციის სურვილი, კრიტიკული აზრის ამოძირკვის მიზნით.
ეს ძალიან ჰგავს გადაწყვეტილებას, თავიდან მოიშოროთ ყველანაირი კონტროლი და მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან და გადააქციოთ საქართველო შავი ფულის უკონტროლო ოფშორულ ზონად, დაცემულ ქვეყნად თავისი ურიცხვი კაზინოებით, ნარკობიზნესითა თუ კრიპტოვალიუტით. აი, რა აღმოჩნდა თქვენი ოცნება.
და ეს მაშინ, როცა ამდენი წელი ახალგაზრდებს მხოლოდ "ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" უჭედავდით თავში და სხვა რაიმე მაღალი ეროვნული იდეა არც გაგიხმოვანებიათ. და აი, სწორედ ეს იქცა ბოლო წვეთად, რამაც ამდენი უკუღმართობის ამტანი, დაჩაგრული ახალგაზრდობის მოთმინების ძაფი გაწყვიტა, რასაც თქვენ და ძლიერ რვაფეხად ქცეული ფეოდალ-კაპიტალისტთა კლანი ვერასოდეს გაიგებთ, რადგან „მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონია“.
რადგან დაგავიწყდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ღირსების განცდა ხალხში არ ისპობა და მოულოდნელად ამოხეთქს ხოლმე, თუნდაც სტიქიური პროტესტის სახით.
დაგავიწყდათ, რომ არსებობს ბოლო წვეთის ფაქტორი.
სავალალოდ გაუვიდა ყავლი თქვენს თავმოწონებას იმით, რომ „ნაცებზე“ უკეთესები ხართ. თქვენს აქტივში ხომ უკვე საკმარისზე მეტია ახალგაზრდების დალეწილი სახსრები, ხელ-ფეხი და თავყბა, ჩამსხვრეული კეფა და დათხრილი თვალები, შხამიანი აირით მოწამლული სასუნთქი გზები და ფილტვები, თქვენი ზონდერების მიერ წაქცეული ყმაწვილებისა და გოგონებისთვის მუცელში ჩაზელილი თუ ნიკაპში ამორტყმული წიხლები! სიცივეში ცივი წყლის ჭავლებითა და მომწამვლელი ნივთიერებით მათი გადაჯეგვა. ამით ხომ მათ ჯანმრთელობას ერთიანად არყევთ და შემდეგი დაავადებებისთვის იმეტებთ!
ოო, რა ამოფრქვევაა სიძულვილისა სხვისი შვილების მიმართ! რამხელა მარაგია დაფარული სადიზმისა!
ჩვენი ხელისუფლებები მართლაც რომ ქვეცნობიერი აგრესიის აუზები არიან!
რატომ პირდაპირ არ ელაპარაკებით ამ გამწარებულ, მართლა აღშფოთებულ ახალგაზრდებს, რატომ ვერც ერთი ვერ მიდიხართ მათთან, რატომ არ იწვევთ მოსალაპარაკებლად, რატომ ემალებით თქვენს სასახლეში, რატომ დასცინით, რატომ სწამებთ ცილს თქვენი სამარცხვინო, ყვითელი ტელევიზიებიდან? რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მოიფიქროთ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგათ?
ამდენი მამები და დედები ხართ და ნუთუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი? ხელისუფლების წევრებო და მსახურებო, უფრთხილდით არამ ლუკმას, რომელსაც სხვების შვილების ჩაწიხვლით თქვენს შვილებს აჭმევთ! იგრძენით საერთო განსაცდელის, კატასტროფის სუნთქვა! შეჩერდით! ნუთუ ფიქრობთ, რომ ან ღმერთი, ან ხალხი გაპატიებთ ტანჯვით გაზრდილი ბავშვების, გოგონებისა და ბიჭების – ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ამ პირუტყვულ გადაჯეგვას, ხელ-ფეხის მსხვრევას?
ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გზას. როგორ მოხვედით (ფულით ნაყიდ თანამდგომელ ინტელექტუალთა წყალობითაც) – იმ საყოველთაო, სახალხო სიყვარულიდან და ნდობიდან, რაც 2012 წელს გეხვიათ გარს, – დღევანდელ დღემდე, როცა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით. ნუთუ კაციაჭამია ზონდერებისა და ანგარებიანი, პირმოთნე მხარდამჭერთა ამარა აპირებთ ცხოვრებას?
გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ. ისინი არაფერზე აგებენ პასუხს. ჩვეულებრივ, პირველი პირები ისჯებიან ყველაზე მეტად. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა.
ნაირა გელაშვილი, 28 ნოემბერი, ღამე", — წერს ნაირა გელაშვილი.
ნაირა გელაშვილის მიმართვას ბათუმელები ავრცელებს.
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
კომენტარები