შსს-ს, 104 ტონაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ობიანი შოკოლადი მიაწოდეს
ფოტო: allthe2048.com
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 104 ტონაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ობიანი შოკოლადი მიაწოდეს. ამის შესახებ უწყების მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ბუერისთვის მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა.
წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოში მოსამსახურეთა გარკვეულმა ნაწილმა უკან დააბრუნა დღიური ნორმით გათვალისწინებული შოკოლადი შიგთავსში აღმოჩენილი ობის გამო. ამავე წერილით ირკვევა, რომ კომპანიამ ობიანი შოკოლადის შეცვლის ვალდებულება აიღო და განმარტა, რომ დაიხვეწა ტექნოლოგიური პროცესი და მსგავს შემთხვევა აღარ განმეორდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პირობის მიუხედავად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა ობიანი შოკოლადი მაინც აღმოაჩინეს.
"როგორც ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან ირკვევა ხარისხი უარესდება გამოშვებიდან უახლოეს პერიოდში", - განმარტავენ უწყებაში.
დარღვევების განმეორებით აღმოჩენის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწვეტილება მიიღო და შესყიდვების სააგენტოს შპს ბუერის შავ სიაში მოსახვედრად ინფორმაცია გადაუგზავნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანიასთან 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტის შესაძენად გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 853 946 ლარი იყო.
მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარებების აქტებით ირკვევა, რომ კომპანიამ შსს-ს რამდენიმე ტონა შოკოლადი უკვე მიაწოდა. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით კი, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 40 პროცენტი, 325 595 ლარი უკვე მიიღო. თუმცა, კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებების გამო 65 955 ლარით დაჯარიმდა.
On.ge დაუკავშირდა შპს ბუერის დირექტორს, ლაშა თოფურიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარს ვერ ახერხებდა.
ობიანი შოკოლადის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, ნეტგაზეთმა გაავრცელა.
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები