გიორგი გახარია

გიორგი გახარია

21 Nov. 2024, 15:36

მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, მინდა გთხოვოთ, ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი და ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი და აზრი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თქვენი სახელმწიფოების ხელმძღვანელები, ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, არ იყოს მოპარული შემდგომ არჩევნებზე და დავიცვათ საერთოდ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, შეცვალონ ხელისუფლება.“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  3. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?

საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე,…