IRI-ის პრეზიდენტი საქართველოზე: სახელმწიფოსა და პარტიას შორის უნდა არსებობდეს გარკვეული მიჯნა
ფოტო: IRI
IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ ტვინინგმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და კენჭისყრის დღეს გამოკვეთილი დარღვევების შესახებ ყოფილ ამერიკელ კონგრესმენთან, ჯონ შიმკუსთან ერთად პოდკასტში ისაუბრა.
საუბრისას ტვინინგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მავნე გავლენა დაიხვეწა, ხოლო "საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში, რუსეთის ძალიან აქტიური ჩარევა შეიმჩნევა".
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ "სახელმწიფო ძალაუფლების, სისტემური დაშინების და შევიწროების" ყველა ფორმა გამოიყენა იმისთვის, რომ სასურველი შედეგები მიეღო.
IRI-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო "სახელმწიფო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოყენების მმართველი პარტიის დღის წესრიგის ხელშეწყობა ხდებოდა".
"ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს, რომ ქვეყანა უკან იხევს დემოკრატიის კუთხით და სახელმწიფოს მიტაცებით.
როცა მმართველი პარტია კონტროლს ამყარებს ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუციაზე — ეს ეხება არამხოლოდ აღმასრულებელ ფრთას, ასევე საარჩევნო კომისიას, სასამართლოებს, ეს ასევე მოიცავსმედია სივრცის დიდ ნაწილსაც.
სახელმწიფოსა და პარტიას შორის უნდა არსებობდეს გარკვეული მიჯნა.
მე და კონგრესმენი შიმკუსი გავხდით მოწმეები, რომ საქართველოში სახელმწიფო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოყენებით ხდებოდა მმართველი პარტიის დღის წესრიგის ხელშეწყობა.
არ იყო დაყოფა სახელმწიფო ინსტიტუტების ლიდერებსა და პარტიებს შორის.
IRI-ს გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სურს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
ეს ძალიან ევროპული ქვეყანაა — ეს არ არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება გაყოფილია, სადაც მოსახლეობის ნახევარი რუსეთისკენ მიისწრაფვის, ხოლო მეორე ნახევარი ევროპისკენ, მაგრამ ამ არჩევნებზე ვნახეთ მმართველი პარტიის მხრიდან დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ გამოეყენებინათ სახელმწიფო ძალაუფლების ყველა ფორმა, ასევე სისტემური დაშინება და შევიწროება, რომ მიეღოთ შედეგები, რომელიც ვნახეთ.
შესაბამისად, კითხვა მდგომარეობს შემდეგში — იყო თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული, სანდო და ლეგიტიმური?
ბევრი ქართველი გეტყვით, რომ არა.
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში არსებობს რუსეთის ძალიან აქტიური ხელი.
რუსეთის მავნე გავლენა ძალიან დაიხვეწა - ეს გულისხმობს საინფორმაციო ოპერაციებს, სოციალური ქსელების ოპერაციებს, თვალთვალის სხვადასხვა ფორმას - არსებობს ინსტრუმენტების კომპლექტი, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმები არჩევნების შედეგების მანიპულირებისთვის იყენებენ.
რუსეთი ჩაერია ძალიან აქტიურად - ბანდიტური ქმედებები, დამოკიდებულება, რომელიც ადგილზე ვნახეთ, მსგავსს რუსეთში ნახავდით 10-15 წლის წინ, როდესაც პუტინი, ამ მოდელს აუმჯობესებდა", — თქვა ტვინინგმა. (ტაბულას თარგმანი)
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
გადახედვა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
კომენტარები