ირაკლი კობახიძე: გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია. ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, კოალიცია ცვლილებების ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას მასტიგმატიზებელი კომენტარით გამოეხმაურა, სადაც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია - ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია, – განაცხადა პრემიერმა.
პარტია ახალის ლიდერი, ნიკა გვარამიას თქმით, ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას დროზე ადრე გეგმავს, რათა ოპოზიციამ საკუთარი საპროტესტო გეგმა სრულად ვერ განახორციელოს.
"რაღაც ჩქარ-ჩქარა ფაციფუცობთ ცესკოდ წოდებულნო. ახლა, თქვენ თუ გგონიათ, რომ 21ის ნაცვლად 16 ნოემბერს თუ გამოგვიცხადებთ შემაჯამებელ ოქმს (ისტორიულ განაჩენს), მანამდე ვერ მოგისწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, ძალიან მიგიქარავთ. ფეხს ვერ გამოადგამთ მაგ თქვენი მცირე ქაჯეთის ციხიდან! და ის პატივცემული გვამები ფეხს ვერ შეადგამენ დიდ ქაჯეთის ციხეში.
p.s. შემთხვევით, ვინმემ ხომ არ დაიჯერა, რომ კარვებს და "კიდო იმგენს" აღარ ვიმარაგებთ? :)) ვიმარაგებთ, ვიმარაგებთ. და "კიდო იმგენი" ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია კარვებზე. ახლა რომ აქ არ მოგიყვებით, ხვდებით ალბათ. საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაიგებთ, დაგველოდეთ", — წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
პრემიერის თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს და ოპოზიციის მხარეს არის საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა და მთავარი სწორედ ეს არის.
"მათ სცადეს ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებას და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების რესურსი, რაც მათ არ აქვთ. მთლიანად ოპოზიცია ცდილობს წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, მათ არა აქვთ არავითარი არგუმენტები არჩევნებთან დაკავშირებით. ხედავდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი და საარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, ეს გარემო აბსოლუტურად თავისუფალი იყო. არჩევნების დღეს რაც შეეხება, არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, ამომრჩეველთა 90 %-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ასევე ელექტრონული წესით ხდებოდა ხმის მიცემა და ხმების დათვლა მოხდა ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში დაუბალანსებელი ოქმებიც კი არ არსებობდა, რაც იყო 30- წლიანი პრობლემა. ასეთი ტიპის ხარვეზებიც კი არ ჰქონდა ამ არჩევნებს. რეალურად, საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო ქართულმა ოცნებამ, ყველაფერი დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები, რასაც არ აქვს არავითარი საფუძველი. ვერავითარი ფაქტი ვერ წარმოადგინეს/ ერთადერთი იყო მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და იქაც რეაგირება იყო მყისიერი," — განაცხადა კობახიძემ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები