PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა!
ფოტო: Cryptal
კრიპტოაქტივები უფრო ხელმისაწვდომია - რა ხდება?
იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოაქტივები, იგივე კრიპტო, ბევრი ადამიანისთვის უკვე ნაცნობი სფეროა და საქართველოში დაინტერესებაც საგრძნობლად გაზრდილია, მათი ყიდვა ჩვენს გონებაში შეიძლება მაინც ბევრ წინაღობასთან იყოს დაკავშირებული. სინამდვილეში კი, კრიპტო აქტივი ასე ხელმისაწვდომი ჯერ არასდროს ყოფილა!
ქართული კრიპტო ბირჟა CRYPTAL-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვა, შენახვა და განკარგვა რეალურად ძალიან მარტივია. კრიპტალის მისიაც ესაა - კრიპტო ხელმისაწვდომობის გაზრდა და ციფრული აქტივების პოპულარიზაცია.
ამ მისიის შესასრულებლად და უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის კრიპტალი და PayBox დამეგობრდნენ! მეგობრობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კრიპტო აქტივებთან უფრო მარტივად, სწრაფად და დამოუკიდებლად ჰქონდეთ შეხება, თუნდაც სრულიად პირველად, იმ გზის გამოყენებით, რომელიც მათთვის ნაცნობი და კომფორტულია.
კრიპტო აქტივების სამართავად საერთოდ არ გჭირდება რთული და გაუგებარი პროცედურების გავლა, მესამე პირებისა და შუამავლების დახმარება ან ნებისმიერი ისეთი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ზედმეტი დისკომფორტი გამოიწვიოს.
საქართველოში ყველაზე დიდი ქსელის, PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამოყენებით, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეხვდები, მარტივად შეგიძლია სასურველი და ისეთი პოპულარული კრიპტოს ყიდვა, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. პროცესი ზუსტად ისეთივე სიმარტივით გამოირჩევა, როგორც მობილურის ბალანსის შევსება ან კომუნალური გადასახადის გადახდა. გაითვალისწინე, ამ ეტაპზე PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს ყიდვა მხოლოდ ლარის გამოყენებით შეგიძლია.
ყიდვის შემდგომ კი, კრიპტალის პლატფორმა გეხმარება კრიპტო აქტივების მარტივად მართვაში, იქნება რომელიმე სასურველი კრიპტოს გაყიდვა, გარე მისამართზე გადარიცხვა, შენახვა თუ ნებისმიერი სხვა პროცედურა.
Cryptal-სა და PayBox-ის მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდა
პარტნიორობა პირველად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
პროცესის სიმარტივიდან და სანდოობიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი კმაყოფილი დარჩა კრიპტოს ყიდვის ამ პირდაპირი გზის გამოყენებით. განსაკუთრებული მოწონება იმ ფაქტმა დაიმსახურა, რომ აქტივის შეძენა აქამდე კარგად ნაცნობი გზით იყო შესაძლებელი და ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გაბედულად მიეცათ.
2024 წელს კი, კრიპტო სამყაროში ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები შემოვიდა, რა დროსაც პროდუქტი სრულად განახლდა და რეგულაციებთან მოვიდა შესაბამისობაში. ახლა მომხმარებლებს ისევ აქვთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად განაგრძონ კრიპტოს ყიდვა, გაუმჯობესებული პირობებით.
რეგულაციებიდან გამომდინარე, სერვისის გამოყენება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდა, ხოლო მომხმარებლების შეფასების გათვალისწინებით, პროცესი გაცილებით გამარტივდა.
რა უპირატესობები აქვს PayBox-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვას?
· მარტივია - თუკი სწრაფი გადახდის ტერმინალიდან ერთხელ მაინც შეგივსია მობილურის ბალანსი, შეგიტანია თანხა შენს საბანკო ანგარიშზე ან გადაგიხდია კომუნალური გადასახადი, კრიპტოს ყიდვა არ გაგიჭირდება. PayBox-ისა და კრიპტალის დახმარებით კრიპტოს ყიდვამდე ნაცნობ და მარტივ გზას გადიხარ.
· სწრაფია - კრიპტო ინდუსტრიაში სისწრაფე მნიშვნელოვანია. PayBox-ის დახმარებით შეძენილი კრიპტო აქტივები კი, შენს საფულეში მყისიერად, ლოდინის გარეშე აისახება.
· ხელმისაწვდომია - PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ლოკაციაზე შეხვდები. მათი გამოყენება კი, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 7 დღის განმავლობაში შეგიძლია.
· კომფორტულია - სწრაფი გადახდის ტერმინალების, კერძოდ კი PayBox-ის დახმარებით, კრიპტოს ყიდვა საბანკო სერვისების გარეშე შეგიძლია.
არ იყენებ შუამავლებს, უბრალოდ ტერმინალში უთითებ შენს ინფორმაციას, ირჩევ სასურველ კრიპტო აქტივს და რიცხავ თანხას, სულ ეს არის - კრიპტოს ყიდვა პირდაპირ, ნაღდი ფულის გამოყენებით, შუამავლების გარეშე.
Cryptal-ის CEO ხვიჩა კოპინაძე საუბრობს პარტნიორობის უპირატესობაზე:
“მიუხედავად გაზრდილი პოპულარობისა, ბაზარზე კვლავაც შესამჩნევია განსხვავება ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის.
სწორედ ამის გათვალისწინებით, კრიპტალი აგრძელებს საკუთარ მისიას - კრიპტო აქტივები გახადოს უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოში პირველი ნაბიჯების გადადგმა და სამომხმარებლო გამოცდილების მარტივად მიღება.
ზუსტად ამას ემსახურება კრიპტალისა და PayBox-ის პარტნიორობაც, რომლის დახმარებითაც ორი სამყარო მარტივად კავშირდება ერთმანეთთან - კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულის დახმარებით შეგიძლია.
აქამდე კრიპტოს შეძენის ტრადიციული გზა კრიპტო საფულის შევსებით, შემდეგ ამ თანხის კრიპტოში გადაცვლითა და ბოლოს მისი ისევ საფულეში გატანით გამოიხატებოდა. პარტნიორობის ფარგლებში ეს ნაბიჯები ერთ მარტივ პროცედურამდე დავიდა, რა დროსაც მომხმარებელი თანხას ტერმინალში აცურებს, სანაცვლოდ კი კრიპტოს რამოდენიმე კლიკითა და ერთი ეტაპის გავლით იღებს.
სწრაფი გადახდის ტერმინალით კრიპტო ისევე მარტივად შეგიძლია იყიდო, როგორც აქამდე ახორციელებდი სხვა ყოველდღიურ პროცედურებს, იქნება ეს კომუნალური გადასახადების გადახდა თუ სხვა.“
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა PayBox-ის დახმარებით?
მას შემდგომ, რაც PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალს იპოვი შენთვის კომფორტული 500-ზე მეტი ლოკაციიდან შეგიძლია სასურველი და ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივები იყიდო, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და USDT (BEP-20 და TRC-20 ქსელები) არის.
კრიპტოს ყიდვის დეტალური ინსტრუქცია ლინკზე შეგიძლია ნახო.
კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულით ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა - Cryptal-ის და PayBox-ის მეგობრობა გრძელდება!
კრიპტო აქტივების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ადამიანები მათ სხვადასხვა მიზნით მოიხმარენ, იქნება ეს ყოველდღიური კრიპტო ტრანზაქციები თუ საინვესტიციო პოტენციალი.
საქართველოში კი, პოპულარობის ზრდასთან ერთად, კრიპტოზე წვდომა უფრო მარტივი ხდება. Cryptal-სა და PayBox-ის მეგობრობის წყალობით, სასურველი და მოთხოვნადი აქტივების მარტივად და სწრაფად ყიდვა შეგიძლია ნაღდი ფულის გამოყენებით.
მოკლედ, თუ კრიპტოს შეძენა შუამავლების გარეშე, მყისიერად და კომფორტულად გინდა, შენთვის ნაცნობი გზის გამოყენებით, მაშინ ამაში PayBox-ის სწრაფი გადახდის 500-ზე მეტი ტერმინალი დაგეხმარება.
მათი წყალობით კრიპტოს ფლობამდე ზუსტად იმ გზას გადიხარ, რასაც მობილური ბალანსის შევსებისას ან სხვა მსგავსი პროცედურის გავლისას.
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს" მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს"
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება "ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
გადახედვა
-
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
გადახედვა
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
კომენტარები