სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს — მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია
ფოტო: ტვ პირველი
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 12 საათისთვის სასამართლოში სხდომაა ჩანიშნული, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.
სააპელაციო სასამართლოს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს შიდა ტერიტორიაზე პოლიციის მაღალჩინოსნები იმყოფებიან, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შეფი თეიმურაზ კუპატაძე.
ტვ პირველის ინფორმაციით, სამმართველოს ტერიტორიაზე სპეცრაზმელების 5 ავტობუსი დგას. ისინი აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ფარებით.
"სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, რომ სასამართლოს შენობაში არც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უშვებენ და არც ოჯახის წევრებს, რომლებიც ნათესავების სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე მივიდნენ.
"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სხდომები უნდა იყოს ღია თუ კი კანონით არ არის რაიმე კონკრეტული შემთხვევები დადგენილი, ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა, საარჩევნო დავები, რომლებიც დღეს იხილება უნდა იყოს ღია, მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ, ასე გამოდის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, იმიტომ, რომ მან თავს უფლება მისცა რომ სასამართლოს ჭიშკარი დაეკეტა, უშვებენ მხოლოდ მხარეებს და მედიას ამ შემთხვევაში, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, არ უშვებენ", – ამბობს ჯანეზაშვილი ფორმულასთან.
ჯანეზაშვილის ვარაუდით, ეს დაკავშირებულია ვლადიმერ ხუჭუას სასამართლო გადაწყვეტილებას თეთრიწყაროს უბნების ბათილად ცნობის შესახებ, რაც მისი თქმით, სასამართლოსთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.
"ჩემი ვარაუდით ეს უკავშირდება ვლადიმერ ხუჭუას სასამართლო გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება გუშინ და დღეს სასამართლოში იმიტომ, რომ როგორც ჩანს ეს იყო სასამართლოსთვის აბსოლუტურად მოულოდნელი, ის რაც რეზონანსიც გამოიწვია გადაწყვეტილებამ, რა შედეგებიც მოჰყვა, საზოგადოებაში დისკუსია, განხილვა და პოზიტიური გამოხმაურება, როგორც ჩანს ამ სასამართლოსთვის ეს არის მიუღებელი და გადაწყვიტეს, რომ დღეს საერთოდ ასეთი რეჟიმი დააწესონ", – თქვა ჯანეზაშვილმა
შეგახსენებთ, რომ დილიდან სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია იმართება. აქცია ეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ისინი მოპარული ხმების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
სააპელაციო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით დავების განხილვაა ჩანიშნული.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები