იმედის სხივი შავ-ბნელ დროში — რატომ არ უნდა დავნებდეთ ნიჰილიზმს?
ფოტო: Warner Bros.
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ფონის, გაყალბებული არჩევნებისა და ბურუსით მოცული მომავლით შეშინებულებმა, ალბათ, ყოველმა ჩვენგანმა დავუსვით ჩვენს თავებს ტკივილშეპარული კითხვა — "ღირს ბრძოლის გაგრძელება? ხომ არ დავნებდე? მე ვერაფერს შევცვლი..."
სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ განმეორებითი უსამართლობის, კორუფციისა და პოლიტიკური მანიპულაციების ერთი შეხედვით დაუმარცხებელი ციკლის შემყურე ახალგაზრდობას ნიჰილიზმი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ეპარება. თითქოს, ჩვენი ერთიანობის ყოვლისშემძლეობაში ეჭვი შეგვაქვს და ის რწმენა, რომელსაც რეალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, ფეხქვეშ გვეცლება.
ეს სენტიმენტები მხოლოდ საქართველოსთვის ან რომელიმე ერთი ქვეყნისთვის არაა უნიკალური. ასე გრძნობს თავს ყველა ისეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანი, რომელშიც დემოკრატიული პროგრესი შეჩერდა და სადაც წინსვლის იმედებს განმეორებით კლავენ. იმ დროს, როცა შენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას შენს აზრს უარყოფენ და პროცესები მოსახლეობისგან დამოუკიდებლად ვითარდება, დაღლილობისა და აპათიის გრძნობები ბუნებრივია. თუმცა, ისტორია და ფსიქოლოგია დამაჯერებელ მტკიცებულებებს გვთავაზობს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ყოველთვის ღირს, მაშინაც კი, თუ დაბრკოლება გადაულახავი ჩანს.
გამოთიშვის მომხიბვლელობა — თანამედროვე ნიჰილიზმის აღზევება
ნიჰილიზმი, როგორც კონცეფცია, არის ფილოსოფიური პოზიცია იმის შესახებ, რომ ცხოვრებას აკლია ობიექტური მნიშვნელობა, მიზანი ან შინაგანი ღირებულება. თანამედროვე დროში ეს ფილოსოფია პოლიტიკურ ნიჰილიზმად იქცა, რომლით შეპყრობილი ადამიანები მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედს კარგავენ, მიაჩნიათ, რომ ცალკეულ ქმედებებს სისტემაზე არანაირი გავლენა არ აქვს. იმ ინდივიდებისთვის, ვინც პოლიტიკურად მღელვარე ქვეყნებში ცხოვრობს, მიმდინარე პროცესებისგან მსგავსი ემოციური გამოთიშვა მუდმივი იმედგაცრუებისა და გულისტკივილისგან, შესაძლოა, თავდაცვის ერთადერთი გზა იყოს.
სოციალურმა მედიამ ამ სენტიმენტების გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა, ხალხი ახალი ამბების 24-საათიან რეჟიმში ეცნობა, რაც უმწეობის განცდას კიდევ უფრო აღვივებს. პესიმიზმი გადამდებია: ონლაინ დისკუსიებმა და კორუფციის, რეპრესიებისა და არჩევნების მანიპულაციის შესახებ მედია გაშუქებამ შეიძლება გააძლიეროს ის მრწამსი, რომ არაფერი არასოდეს გაუმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბებისა და სოციალური მედიისგან შესვენება შეიძლება გონივრული იყოს, ინფორმაციის წყაროებისგან სრულ გამოთიშვას შესაძლოა მაღალი პიროვნული და სოციალური რისკი მოჰყვებოდეს.
რატომ არის საზოგადოებისგან გამოთიშვა საზიანო?
კვლევებმა აჩვენა, რომ სოციალური და პოლიტიკური საკითხებისგან ხანგრძლივმა განშორებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, გამოიწვიოს იზოლაციისა და საზოგადოებისგან განცალკევების განცდა. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუება ბუნებრივია, ის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის რეალურად საზიანოა. ადამიანები ბუნებით სოციალური არსებები ვართ, ჩვენ მიზანი, მნიშვნელობა და მიკუთვნებულობის განცდა გვწყურია. როდესაც ინდივიდები საზოგადოებრივ ცხოვრებას შორდებიან, მათ შეიძლება დაკარგონ კავშირი ამ სასიცოცხლო ასპექტებთან, რაც შემდგომში იწვევს სტაგნაციის, დეპრესიულ, უკმაყოფილების გრძნობებს.
ნიჰილიზმი საზოგადოებასაც ვნებს. მისგან გამოთიშვამ შეიძლება დემოკრატიისა და პასუხისმგებლობის საფუძვლები გაანადგუროს. როდესაც მოქალაქეები ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და ცვლილებების მოთხოვნას წყვეტენ, ხელისუფლებაში მყოფები ნაკლები საყოველთაო კონტროლის დამყარებისას დაბრკოლებების წინაშე აღარ დგანან. საზოგადოების უმოქმედობა ფაქტობრივად ადასტურებს სტატუს კვოს, შედეგად კი ვიღებთ ციკლს, რომელშიც ინდივიდების ხმა აღარ ისმის და ნოყიერი საფუძველი ეყრება ავტორიტარიზმსა და რეპრესიების შეუზღუდავ ზრდას.
იმედისა და გამძლეობის ძალა — რატომაა ჩართულობა მნიშვნელოვანი?
იმედი ბრმა ოპტიმიზმს არ ნიშნავს. ეს არის მდგრადობის ფორმა, ცვლილებების გამოსაწვევად საჭირო გზების ძიების ვალდებულება, მაშინაც კი, როცა მომავალი გაურკვეველია. მათთვის, ვინც ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლების წინაშე დგას, იმედი მამოძრავებელი ძალაა. რეალობის პასიურად მიღების ნაცვლად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ადამიანებს ალტერნატიული მომავლის შექმნისკენ უბიძგებს.
ისტორია სავსეა სოციალური და პოლიტიკური მოძრაობების მაგალითებით, რომლებიც მცირე დაუმორჩილებლობით დაიწყო. მაგალითად, სამოქალაქო უფლებების მოძრაობა შეერთებულ შტატებში, აპართეიდის დაცემა სამხრეთ აფრიკაში, ბერლინის კედლის დანგრევა — ეს მიღწევები ისეთმა ინდივიდებმა და ჯგუფებმა დაიმსახურეს, რომლებმაც უარი თქვეს სტატუს კვოს მიღებაზე. ეს მოძრაობები წარმატებული იმიტომ კი არ აღმოჩნდა, რომ მყისიერ ცვლილებებს ელოდნენ, არამედ იმიტომ, რომ შექმნეს იმპულსი, ხელი შეუწყვეს გამძლეობის კულტურას, რამაც საბოლოოდ უდიდესი ცვლილებები გამოიწვია.
არჩევანი ნიჰილიზმსა და იმედს შორის
ნიჰილიზმის საპირწონედ იმედის არჩევა ყოველთვის ადვილი არ არის. იმედიანობის თანმდევია მძიმე ბრძოლა დაღლილობისა და სასოწარკვეთილების წინააღმდეგ. თუმცა, ალტერნატივა — გამოთიშვა და განცალკევება — ხშირად უფრო დიდი სოციალური ეროზიის გამომწვევია. იმედის არჩევა არ ნიშნავს იმის მოლოდინს, რომ ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვლება. ეს ნიშნავს იმის რწმენას, რომ ცვლილება შესაძლებელია და რომ ინდივიდუალური ქმედებები, ზოგჯერ მცირენი, ჩვენი საზოგადოების არსებით გარდასახვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მათ, ვინც პოლიტიკურ ნიჰილიზმს ებრძვის, უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა საზოგადოების წინაშე ვალდებულებაა და არა მყისიერი ცვლილებების მოლოდინი.
იმ სამყაროში, სადაც განცალკევება შეიძლება შვებას ჰგავდეს, იმედის არჩევა რევოლუციური ქმედებაა. ის პროგრესისკენ მიმავალ გრძელ გზას გვიხსნის, რომლის გავლასაც დრო სჭირდება, თუმცა ჯილდო შეუფასებელია. იმედის არჩევისას ჩვენ ცვლილების შესაძლებლობას ვინარჩუნებთ.
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
კომენტარები