რა არის სამოქმედო გეგმა — 28 ოქტომბრის პროტესტისას გაჟღერებული მოთხოვნები
28 ოქტომბერს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა.
მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს და პოლიტიკოსებთან ერთად კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერეს.
ხელახალი არჩევნების ჩატარება
აქციის მთავარი მოთხოვნა ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რომლის დემოკრატიულობაშიც ეჭვი არავის შეეპარება. კოალიცია ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ახალი არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გახარია — საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც, თუმცა ის სცენაზე არ გამოჩენილა. მთავარ მოთხოვნად მანაც ხელახალი არჩევნები დაასახელა.
"თავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება
აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა ეხმიანებოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და უცხოელი პოლიტიკური ფიგურების მოთხოვნას, რომლებმაც მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები. ეს მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტმაც გააჟღერა:
"არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. შესაძლოა, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართულები ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ბევრი მტკიცებულება, რომ შევქმნათ სრული სურათი თუ როგორ მოხდა ის უნახავი, უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასობრივად, სისტემურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არჩევნებში მონაწილე პირების სიის 24 საათში გამოქვეყნება
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მესამე მოთხოვნა გააჟღერა. მისი თქმით, შეგროვებულია საარჩევნო დარღვევების შესახებ მტკიცებულებები, ასევე, არსებობს სიები, რომელთა გასაჯაროებასაც ოპოზიცია მოითხოვს, ხოლო თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება ეს მხოლოდ კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება.
"გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს და ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ ამ სიებს თქვენ გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, დაემატება იმ დიდ დასტას მტკიცებულებების, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს თქვენი დანაშაულის სამხილებლად და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით სამოქმედო გეგმა გულისხმობს მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის გაგრძელებას, ოპოზიციის კონსოლიდაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და მონაცემების დამუშავებას საგამოძიებო მიზნებისთვის.
-
შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
კომენტარები