ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, ჩეხი ჟურნალისტის მონახულების საშუალებას არ აძლევენ
ფოტო: რადიო თვისუფლება
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, ჩეხ ჟურნალისტ რეი ბეისლისთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა. ადვოკატი ჟურნალისტის თბილისის აეროპორტში მონახულებას და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას რამდენიმე საათია ცდილობს — ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
23 წლის ჟურნალისტის უფლებების დაცვის საქმეში TDI იმის შემდეგ ჩაერთო, რაც მას 22 ოქტომბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი პრაღიდან თბილისში ავიაკომპანია ჯორჯიან ვინგსის პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა. საქართველოში შემოსვლაზე უარის განცხადებაში არ მიზეზი არის განმარტებული და მონიშნულია ყველაზე ზოგადი არგუმენტი.
"მხოლოდ ეგ მუხლი არ შეიძლება იყოს არგუმენტი, მე უკვე შევატყობინე 112-ს, რომ საქმე გვაქვს გვაქვს უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა", — ამის შესახებ, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების შეფერხება და მათთან ადვოკატის არდაშვება, ისევე როგორც განმარტებების გარეშე უარი ქვეყანაში შემოსვლაზე, არის მანკიერი, თუმცა გავრცელებული პრაქტიკა. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ამაში პრობლემას ვერც სასამართლო ვერ ხედავს და ასეთი საქმეების გასაჩივრებისას თითქმის არასოდეს ითხოვს იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ პირის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას.
თუთბერიძე მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჩეხი ჟურნალისტი, ამ დროისთვის, საქართველოს აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში, პირადი ნივთებისა და ახლობლებთან რაიმე სახის კომუნიკაციის უფლების გარეშე იმყოფება. სავარაუდოდ, ჩეხ ჟურნალისტს ნეიტრალურ ზონაში 26 ოქტომბრამდე დატოვებენ, რადგან სწორედ ამ დღეს აქვს ნაყიდი თბილისი-პრაღა პირდაპირი რეისის ბილეთები.
ჩეხმა ჟურნალისტმა, საქართველოს საზღვარზე შექმნილ პრობლემაზე 22 ოქტომბრის საღამოს, სოციალურ ქსელ X-ზე თავად გაავრცელა, სადაც ეწერა რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის, ყველანაირი საბუთის გარეშე, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. მანვე გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც უარის მიზეზად მითითებულია ზოგადი პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".
რეი ბელისის საქართველოში არ შემოშვებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა და შსს-ს მოუწოდა ჟურნალისტის დაუყოვნებლის შემოშვება საქართველოში, რათა პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლოს.
"საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებშიც აირეკლება", — წერია ქარტიის განცხადებაში.
იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის გადაკვეთაზე უარი ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა მიიღო.
მსგავსი შემთხვევა 16 სექტემბერს, ქუთაისის აეროპორტში მოხდა, როდესაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა საქართველოში — პოლონეთში გააბრუნეს.
ამასთან, 17 სექტემბერს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა გადასულიყო. ხარატიანი სტამბულში გააბრუნეს, რის შემდეგაც მას ლუქსემბურგში მოუწია წასვლა.
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები