ისრაელის მიერ ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად, ადამიანები ცოცხლად დაიწვნენ
ფოტო: Al-Jazeera
ორშაბათს, 14 სექტემბერს, გამთენიისას ისრაელმა ალ-აქსას საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით დაშავდა და რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაწვა.
Al-Jazeera-ს ცნობით, საავადმყოფოს ტერიტორიას, ისრაელის ომის შედეგად, პალესტინის სხვა ტერიტორიებიდან გადასახლებული ადამიანები იყენებდნენ.
მედიაში გავრცელდა ვიდეოები, როგორ იწვიან ცოცხლად ადამიანები, მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ, თუმცა, ძლიერი ცეცხლი გამო, ვერ ახერხებენ.
ისრაელის სამხედრო სპიკერი, ავიჩაი ადრეი ამბობს, რომ საჰაერო ძალებმა თავდასხმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმიტომ განახორციელეს, რომ, მათი აზრით, იქ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება — ჰამასის "სამხედრო და კონტროლის" ცენტრი იყო.
ისრაელის სამხედროები ერთი წელია, რაც ღაზაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს თავს ესხმიან. გასული თვეების განმავლობაში ისრაელმა პალესტინის ხალხმრავალ ბანაკზე რამდენჯერმე განახორციელა იერიში. ამის მიზეზად ისინი ტერიტორიის ჰამასის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას ასახეკებენ.
Al-Jazeera-მ შემთხვევას გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი ჩაწერა:
"რაც მოხდა იყო ის, რომ გავიღვიძეთ კვამლში, ცეცხლში და ყველა მხრიდან კარვების დამწვარი ნაწილები ცვიოდა. ალ აქსას [საავადმყოფოს] უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავით და საშინლად გვეშინოდა.
სახანძრო მანქანები ვერ აღწევდნენ იქამდე. ირგვლივ მრავალი დამწვარი და დანახშირებული ადამიანი იყო. ძლიერი ცეცხლი და აფეთქებები იყო. ჩვენ მომსწრე გავხდით ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და ბრუტალური ღამის", — განუცხადა Al-Jazeera-ს შემთხვევას გადარჩენილმა ომ აჰმად რადიმ.
ღაზაში მოხალისედ მყოფმა ქირურგმა მოჰამედ ტაჰირმა თქვა, რომ ადამიანებს 60-80%-იანი დამწვრობა ჰქონდათ და მათ უმეტესობაც ვერ გადარჩა.
"საშინელი სანახაობაა აქ. გულწრფელად გეუბნებით, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს არ არის რეალური ცხოვრება", — თქვა ტაჰირმა.
საავადმყოფოს ჩანაწერებზე დაყრდნობით, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. ოცდახუთი ადამიანი სამხრეთ ღაზაში არსებულ ნასერის საავადმყოფოში მძიმე დამწვრობებით გადაიყვანეს.
ღაზას მედიაოფისის ინფორმაციით, წელს ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა მიზანში ამოიღო პალესტინელების თავშესაფრები და ბანაკები, ხოლო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავდასხმის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. თავდასხმამ 20 კარავი გაანადგურა, სადაც ოჯახები ცხოვრობდა.
გასულ კვირას, გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ (COL) გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი ახორციელებს "გამიზნულ პოლიტიკას ღაზას ჯანდაცვის სისტემის განადგურების მიზნით".
ამასთან, კვირას, 13 ოქტომბერს, ისრაელის ტანკებმა ცენტრალურ ღაზაში არსებული სკოლა დაბომბეს, სადაც ღაზაში არსებულ ლტოლვილთა ბანაკიდან — ნუსარეთიდან (პალესტინა) ომისგან დაზარალებული მოსახლეობა თავს აფარებდა, რასაც 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 80 დაშავდა.
ისრაელმა ღაზაში დიდი ტერიტორიები გაანადგურა, სადაც ომისგან გადასახლებული პალესტინელ ლტოლვილთა 90%, ანუ 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები