ზურა ფარჯიანი

ზურა ფარჯიანი

11 Oct. 2024, 11:53

"1755 წლის 1 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, თითქმის მთლიანად დაანგრია 7.7 ბალიანმა მიწისძვრამ და შემდგომმა ცუნამიმ.

მიწისძვრა დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა და ქალაქის ცენტრში 5 მეტრი სიგანის ორმოები გააჩინა.

ჯამში ლისაბონი დაინგრა და 50,000 ადამიანი მოკვდა.

ლისაბონის აღდგენა მოხერხდა 30 წელზე ნაკლებ დროში.

დუბაი 30 წელიწადში 0-დან მსოფლიო მეგაპოლისი გახდა.

ასეთი დაქცეული რა დაგხვდათ ბატონო ბიძინა 2012-ში? იქნებ ბაობაბების ნაცვლად თქვენი კორუმპირებული და ნეპოტიზმით გაძეძგილი ხელის ბიჭებისთვის მიგეხედათ ეს 12 წელი? იქნებ "გუთენ ტრაკენის" სტანდარტით არ "გეშენებინათ" ქვეყანა? იქნებ "ღირსებით" კი არა წესიერად, წესების დაცვით გევლოთ ევროპისკენ? არა? 25-30 წელიო.

და ბოლოს — ვინ გიწერთ ამ ტექსტებს ბატონო ბიძინა, ლადო ხინჩაგაშვილი?“

ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ყოფილი წევრი, ზურა ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს და ქართლი ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბათუმში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ "12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები აქვთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიერ გავრცელებულ წერილს…