მამუკა ხაზარაძე: ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა განიხილებოდეს არჩევნების შემდეგ
ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა განიხილებოდეს არჩევნების შემდეგ, — ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ლიდერების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა, ახლა მთავარია, რომ "ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს".
"ძლიერი საქართველოს” პოზიცია არის ძალიან კონკრეტული: ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა განიხილებოდეს არჩევნების შემდეგ. ჩვენს ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ.
არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ფოკუსი მივმართოთ იმისკენ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე.
რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში.
ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი იმიტომ, რომ ძალაუფლება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, და ჩვენ ვადგავართ ნორმალური ქვეყნის მშენებლობას, ეკუთვნის ქართველ ხალხს!
ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი! ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და, შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა. ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება, ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია და რაც მას გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცვლით", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები