ნიკა გვარამია

1 Oct. 2024, 22:51

მინდა მივმართო ქართველ ხალხს, ისტორია იშვიათად იძლევა პრივილეგიასა და ფუფუნებას გადაარჩინო სამშობლო. ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს, მაგრამ ამავდროულად გვაქვს უმძიმესი პასუხისმგებლობა, გამოვტაცოთ რუსეთს საქართველო. წავიყვანოთ ევროპისკენ და გავხადოთ მთავარი დასაყრდენი დასავლეთისა, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს შავი ზღვისპირეთში.

გვინდა, რომ იყვნენ უსაფრთხოდ, ბედნიერად, არ გარბოდნენ უბედურებისკენ, არამედ ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ. ეს ჩვენი ვალია, მის შეუსრულებლობას არ გვაპატიებენ წინაპრები და ჩვენი მომავალი თაობა. ამიტომაც ჩვენ მოვალთ 26 ოქტომბერს და მომავალი ჩვენია

განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს, 1 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას მიერ გამართულ პირველ ყრილობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ