გიორგი გახარია

18 Sep. 2024, 22:52

"მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები, რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით.

ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახლავთ, შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გადასვლა ოპოზიციაში... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების, ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი და სწორედ ამიტომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…