DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY — AD BLACK SEA 2024 დასრულდა!
ფოტო: AD BLACK SEA 2024
რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, დასრულდა. 14 სექტემბერს, ბათუმში, დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. ქართულმა სააგენტოებმა 1 Best Of Contest ტიტული, 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 19 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. სულ, კონკურსზე 418 განაცხადი იყო წარდგენილი. დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. მათი ნამუშევრები 20 ქვეყნიდან მოწვეულმა, 29 კომპეტენტურმა ჟიურის წევრმა შეაფასა.
2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში. წელს BEST YOUNG CREATIVE -ის კატეგორიაში შაკო ბრეგაძემ გაიმარჯვა.
ქართული სააგენტოების შედეგები ფესტივალზე ასეთია:
Best of contest:
Metro Production — The First Speech — Film Craft | DIRECTION
ოქრო:
Holy Motors — My Home Is Your Home — Design & Branding | SELF PROMOTION
Holy Motors — Georgian Flag of Europe — Print & Publishing | SELF PROMOTION
Metro Production — The First Speech — Film Craft — PRODUCTION DESIGN | ART
DIRECTION
Windfor’s Tbilisi — Summer is coming! — Digital & Mobile | SOCIAL PLATFORMS
Bank of Georgia — The Voice of Georgia — Media | USE OF SPECIAL EVENTS, STUNTS, SPONSORSHIP, PROMOTIONS
ვერცხლი:
REDBERRY — OTHER UNIVERSE — GAMIFICATION — Visual Craft | ILLUSTRATION
Playmakers (For TBC Bank) — Where do Cyclamens Come From? — Film | TACTICAL
Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) — Summer is coming! — Creative Strategy | AUDIENCE INSIGHT
Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) — Summer is coming! — Digital & Mobile | OTHER CONSUMER PRODUCTS (INCLUDING DURABLE GOODS)
Project Lab (For ALTA) — Alta – Newyearspaper — Media | USE OF NON-TRADITIONAL AND AMBIENT MEDIA
ბრინჯაო:
Playmakers (For Georgian Sun) – Out of the Box Wine - Design & Branding | CORPORATE & BRAND IDENTITY
Windfor’s Tbilisi (For EXTRA) — Anything Your Heart Desires — Visual Craft | ART DIRECTION
Kraken (For Alma) — The Gameroom City — Out of Home | EXPERIENTIAL
Mari Sukhishvili (For BANK OF GEORGIA) — REMARKABLE READINGS — Advertising Campaigns | SINGLE CHANNEL CAMPAIGNS
Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) — Summer is coming! — Advertising Campaigns | INTEGRATED ADVERTISING CAMPAIGNS
JWT Metro (For Bank of Georgia) — JOZE: The Optimistic Giraffe — Film | ONLINE FILM
Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) – Summer is coming! – Film | TACTICAL
Playmakers (For TBC Bank) — The First Day, The Independence Day — Film | TACTICAL
Metro Production — NONEXISTER – Storm — Film Craft | CINEMATOGRAPHY
GARNAMATAC (For TAG Heuer) — The Race Never Stops — Film Craft | ANIMATION
GARNAMATAC (For Nickelodeon) — SpongeBob Reimagined — Film Craft | ANIMATION
JWT Metro Georgia (For Bank of Georgia) — JOZE: The Optimistic Giraffe — Film Craft | VISUAL EFFECTS
Kraken (For Amboli) — Mission Passed — CREATIVE EFFECTIVENESS
Mari Sukhishvili (For BANK OF GEORGIA) — Sustainable Development Goals | REMARKABLE READINGS- PEOPLE
JWT Metro Georgia (For Bank of Georgia) — Georgia In [Uni]Form — Brand Experience & Activation | SPONSORSHIP & BRAND PARTNERSHIP
A. Tsitskishvili +VAT Georgia (For Wissol petroleum Georgia) — Same same, but different — LAUNCH / Brand Experience & Activation | RE-LAUNCH
REDBERRY (For BANK OF GEORGIA) — OTHER UNIVERSE — GAMIFICATION — Brand Experience & Activation | GAMING-LED BRAND EXPERIENCE
Holy Motors (For Georgian Football Federation) — We Are Here — Media | ENTERTAINMENT
Mari Sukhishvili (For BANK OF GEORGIA) — REMARKABLE READINGS — Media | USE OF INFLUENCERS
წელს AD BLACK SEA-მ ახალი ისტორია დაწერა, პირველად 8 წლის განმავლობაში ფესტივალზე ორი გრან პრი გაიცა — Grand Prix for Good, უკრაინულ სააგენტო Saatchi & Saatchi Ukraine-ს ერგო წილად. Grand Prix-ის მფლობელი კი უზბეკური სააგენტო Lokals Central Asia გახდა. უკრაინასა და უზბეკეთისთვის ეს პირველი Grand Prix არის AD BLACK SEA-ს ისტორიაში.
რაც შეეხება საუკეთესოებს, ჟიურიმ ასეთი არჩევანი გააკეთა:
The Best Local Client — Bank of Georgia
The Best Agency — GForce / Grey( KAZAKHSTAN)
The Best Independent Agency — Lokals ( UZBEKISTAN)
The Best Network — Grey
სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიას დასწრების საშუალება ქონდათ. ფესტივალმა წელს სტუმრების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.
ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა ქონდა, რომლის გარშემოც აეწყო როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოტურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული — DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.
შარშანდელის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურული იყო რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული განსაკუთრებული პროექტიც — "დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ", რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
დიზაინერმა თავად შეარჩია 15 ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. შერჩეული ნამუშევრები გამოიცა თბილისის დიზაინის ფესტივალის ჟურნალის პირველი ნომრის სახით და Ad Black Sea 2024 დელეგატებს ღონისძიების მსვლელობისას გადაეცა.
წლედვანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით იყო წარმოდგენილი: Paco Conde-ს, Saulo Rocha , Tanja Grubner, Iain Tait. უდიდესი პატივით უმასპინძლა ფესტივალმა ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს და მაქს მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB). რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიაზე საინტერესო საუბრები იმართებოდა. მედიის წარმომადგენლებისთვის გასნაკუთრებით საინტერესო იყო Rishad Patel- ის გამოსვლა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მედია სტრატეგიას ეხებოდა.
ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.
უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.
მედია პარტნირები: ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge; At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG ; Marketer.ge
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები